top of page

სხეულში ჩამონტაჟებული ბიტკოინის საფულე

ბიტკოინის ტრანზაქციების განხორციელება სხეულის რომელიმე ნაწილით უკვე მომავლის რეალობაა. წელს კიევში ''ბლექ სი სამიტზე'' ბიო-ჩანერგვადი ჩიპების დემონსტრაცია შესთავაზეს დამსწრეებს. Dangerousthings.com-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე ახსნეს, თუ როგორ შეიძლება ბიტკოინის პირადი გასაღებების შენახვა ამ ჩიპებზე და არა მარტო ბიტკოინის, ამ ჩიპებზე შესაძლებელია კრედიტ კარტების ინფორმაციის შენახვაც.

bitcoin wallet implant

ისინი განმარტავენ, რომ როდესაც ჩიპი ჩაინერგება კანის ქვეშ, ის საშუალებას იძლევა, NFC-ის (დაცული გადახდების სისტემის) სახით შესრულდეს ფინანსური ტრანზაქციები. კომპანიამ 2015 წელს Indiegogo-ს ვებ-საიტზე მოიზიდა $32619 აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალი, რამაც მათ პროგნოზირებულ $8000 კაპიტალს რამდენჯერმე გადააჭარბა.

xNT ჩიპს მოჰყვება საკუთარი ანდროიდის ბეტა აპლიკაცია და მისი სხეულში ჩანერგვის ინსტრუქცია. აღვნიშნავ, რომ გამოკვლევების შემდეგ, ეს პროდუქტი გაყიდვაში შემოიღეს, მაგრამ ვებ საიტზე გვაფრთხილებენ, რომ მიუხედავად ბევრი უსაფრთხოების ტესტირებებისა, იმპლანტები მაინც სახიფათოა და არ არის აკრედიტებული არც ერთი სანდო ორგანიზაციის, ან რომელიმე სახელწიფო ორგანოს მიერ. მყიდველს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამ პროდუქტს.

კომპანია მდებარეობს ამერიკაში, კერძოდ სიეტლში. მისი დამფუძნებლები, ამალ გრააფსტრა და დანა ბურნიჯი, არიან ადამიან-კიბორგის დიდი თაყვანისმცემლები და იმედოვნებენ, რომ ჩიპის იმპლანტები მომავალში ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდება.

აღსანიშნავია ისიც რომ, ბიოლოგიური ჩიპის იმპლანტები მსოფლიოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს. 2014 წელს, დანიელმა ინტერპრენერმა, მარტინ ვისმეიერმა, გამოაცხადა, რომ ბიტკოინის 2 საფულე ჩაინერგა ხელებში, რომლებიც შეიცავდნენ 880 ბაიტის მოცულობის მონაცემებს.

martin wismeier

მან პრესას განუცხადა, რომ ერთია ცივი ელექტრონული საფულე (Cold-wallet) ბიტკოინების ქსელგარეშე შენახვისათვის, ხოლო მეორე კი ცხელი საფულე (hot-wallet) - ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის.

ამასთან, 2016 წლის თებერვალში, პრაღაში,'' კრიპტო ანარქისტებმა '' გაავრცელეს ვიდეოსადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ახორციელებს ბიტკოინის ტრანზაქციას ერთ-ერთი მომხმარებელი.

ასეთი კონცეფციები ძალიან დიდ ეჭვს იწვევს შეთქმულების თეორიების თაყვანისმცემლებს შორის; არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ ეს მასების დიდი კონტროლის საშუალებაა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში არის მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, ასეთი დაცული ჩიპები მთავრობებს და თაღლითებს ძალიან ურთულებს სხვისი დანაზოგებისა თუ ფონდების მითვისების საქმეს.

bottom of page