top of page

Nicehash ''დაჰაკეს'' - მოპარულია 4700 BTC

Nicehash.com-ის გუნდის წევრები იტყობინებიან, რომ კრიპტოვალუტების მაინინგის სიმძლავრის გაქირავების ვებ გვერდი ‘’დაჰაკეს’’. 6 დეკემბერს, სოციალურ ქსელებში დაიპოსტა, რომ მათი დაცვის სისტემა გააუვნებელყვეს, რის შემდეგაც ამ ვებ გვერდზე არსებული საფულეები გაქურდეს.

კომპანია დაარსდა 2014 წელს.

nicehash hacked

(წყარო:globalcryptopress.com)

ვებ გვერდზე მაინერებს შეუძლიათ, თავიანთი სიმძლავრე სხვა მაინერებს მიაქირაონ. ქურდობის ფაქტს ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მათი მომხმარებლებისგან, რადგან მათი კუთვნილი საფულეები დაცარიელდა. ყოველივე ამის შემდეგ, Nicehash ადმინისტრაციამ გააავრცელა მიმართვა:

‘’ჩვენი გადახდების სისტემას სახელი გაუტყდა და ვებ გვერდის საფულეებზე არსებული თანხები გაქრა. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ მოპარული ბიტკოინების მოცულობა. ეს შემთხვევა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება. უფრო მეტიც, ჩვენს გამოძიებასთან ერთად, პოლიციაცა და შესაბამისი სტრუქტურებიც ჩაყენებულია საქმის კურსში.’’

7 დეკემბერს, Nicehash ადმინისტრაციამ უკვე შეძლო, დაეზუსტებინა მოპარული ბიტკოინების მოცულობა, რომელიც დაახლოებით 4700 btc-ის შეადგენს, რაც დოლარის ექვივალენტში არის $76 000 000.

Facebook-ზე live ჩართვისას, CEO და თანადამფუძნებელმა, მარკო კობალმა, მეტი ინფორმაცია მიაწოდა დაინტერესებულ საზოგადოებას. თავდასხმა დაიწყო 6 დეკემბერს, ადრეულ საათებში. ერთ-ერთი კომპანიაში მომუშავე პირის კომპიუტერი გატეხეს, ხოლო როგორ მოხდა ეს ზუსტად, ჯერ კიდევ გაურკვეველია და მიმდინარეობს გამოძიება. რამოდენიმე საათის განმავლობაში, ჰაკერები შეპარულები იყვნენ კომპანიის სისტემაში, 3:34 CET საათზე კი დაიწყეს ფონდების გადატანა სხვა მისამართზე, სადაც ფონდები დღემდე ხელუხლებელია. ამ მისამართზე (1EnJHhq8Jq8vDuZA5ahVh6H4t6jh1mB4rq) თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ თანხის ოდენობა შეადგენს 4736.43 BTC-ის.

(წყარო:nicehash.com)

მარკო კობალი აცხადებს, რომ ეს შეტევა იყო მაღალ დონეზე კოორდინირებული და შესრულებული; მან ასევე განაცხადა, რომ ახლო მომავალში კომპანია გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციას იმ მეთოდების შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაკარგული ფონდების დაბრუნება.

‘’ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ამას დრო დასჭირდება’’-მარკო კობალი.

bottom of page