top of page

Pineaple fund - ქველმოქმედება ბიტკოინებით


როგორც ჩანს, ბიტკოინი ქვემოქმედებაშიც ჩაერთო. მისი ფასის არანორმალურმა ზრდამ ძალიან ბევრს მილიონები აშოვნინა, რისი წყალობითაც ერთ-ერთმა იღბლიანმა, ვინმე Pine-მა, რომლის ვინაობაც ანონიმურია, საქველმოქმედო ფონდი გახსნა. “Pineaple fund” („ანანასის ფონდი“) - ასე ეწოდება მის წამოწყებას. Pine-ის თქმით:


„მე იმაზე ბევრად მეტი ფული მაქვს, ვიდრე შემიძლია დავხარჯო. ჩემი მიზანი, სურვილი და მოტივაცია სულაც არაა XX მილიონის ქონა. ასე რომ, მე გადავწყვიტე, სხვა რამ გავაკეთო: ჩემი ბიტკოინების უმეტესობა ქველმოქმედებას მოვახმარო.“


ფონდმა ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები გადაურიცხა “Internet Archive-ს“ (ორგანიზაცია, რომელიც ციფრული ბიბლიოთეკის გახსნას ისახავს მიზნად, რომელიც მოიცავს ყველაფერს და რომელზეც ხელი მიუწვდება მთელს მსოფლიოს).


ამის გარდა, 100,000 დოლარი მიიღო “Green Steps Tennessee”-მა, რომელიც ებრძვის დაბინძურებას; ერთი მილიონი დოლარი მიიღეს “Water”-მა - განვითარებად ქვეყნებში სუფთა და უსაფრთხო წყლის პროვაიდერმა; “Mona Foundation”-მა - ქალების განათლების მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, რომელიც ამ გზით ებრძვის გლობალურ სიღარიბეს და “New Story”-მ, რომელიც აფინანსებს ოჯახებს ღატაკ უბნებში, რათა მათ მხოლოდ გადარჩენისთვის არსებობა არ მოუწიოთ.


ფონდი განაგრძობს ქველმოქმედებას და მას უკვე მიმბაძველებიც გამოუჩნდა. თავად “Pine”-ს აზრით, ბიტკოინი მსგავსი საქმიანობისთვის იდეალურია, რადგან ის არაა დამოკიდებული მესამე პირზე ან სახელმწიფოზე და ბევრად მარტივად აწარმოებს დიდი ღირებულების მქონე ტრანზაქციებს.

Related Posts

See All

Comments


bottom of page