top of page

უცნობმა მყიდველმა ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა


უცნობმა ინდივიდმა 96,000 ბიტკოინი შეიძინა, რაც ამჟამად დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ტოლია.


ენდი ჰოფმანმა, ბიტკოინის მხარდამჭერმა, რომელიც თავის თავს კრიპტო კონსულტანტად მოიხსენიებს, ტვიტერზე დაპოსტა:


„ბიტკოინის მისამართმა 3Cbq7aT1tY8kMxWLbitaG7yT6bPbKChq64 შეიძინა 344 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი საშუალოდ 8,400 დოლარზე 2018 წლის 9 თებერვლიდან 12 თებერვლამდე პერიოდში - შემდეგ, თითქმის 41,000 მონეტა დაამატა, ანუ ჯამში 96,000 მონეტა, რაც დაახლოებით 900,000,000 დოლარი ღირს დღევანდელი ფასით (9,400$).“


ეს მოხდა ანდი ჰოფმანის განაცხადიდან რამდენიმე დღეში, როდესაც მან თქვა:


„8,000 დოლარზე 1.3 მილიარდი დოლარია საჭირო იმისათვის, რომ არსებული ბიტკოინების 1% შეისყიდო სამუდამოდ დაკარგული სამ მილიონზე მეტი ბიტკოინის გამოკლებით. ეს მოხდება, თუ იპოვით 168,000 ბიტკოინის მყიდველს.“


მყიდველის ვინაობა უცნობი რჩება, მაგრამ ცნობილია, რომ მან პირველი ტრანზაქცია 2017 წელს განახორციელა, როდესაც 0.01 ბიტკოინი შეისყიდა. სავარაუდოდ, ეს სატესტო ტრანზაქცია იყო, რადგან ის მალევე გამოიტანეს ან გადააგზავნეს სხვა მისამართზე. როდესაც უცნობი ტრანზაქციის უსაფრთხოებაში დარწმუნდა, მან 4,000 ბიტკოინი შეიძინა დაახლოებით 7 ნოემბრისთვის. დეკემბრისა და იანვრის თვეებში 1,000 ბიტკოინიანი დეპოზიტები გრძელდებოდა, თებერვალში კი რიცხვმა 5,000 ან 6,000 ბიტკოინს მიაღწია.


მიუხედავად იმისა, რომ მყიდველის ვინაობა უცნობია, ზოგის აზრიტ ეს ბირჟაა, მაგრამ ეს მოსაზრება საკმაოდ არადამაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისამართის მიერ განხორციელებული შენატანები და გადარიცხვები საკმაოდ მცირეა.


არსებობს მეორე ვარაუდიც, რომ შემსყიდველი ბროკერია და ის პირდაპირ გაყიდვებს ახორციელებს.


მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თითქმის 5,000 დოალრიან ვარდნაზე ბევრმა მომხმარებელმა შეისყიდა ბიტკოინი და მათ მართლაც დიდი მოგება ნახეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წერის მომენტში ბიტკოინის ღირებულება უკვე 11,453.5 აშშ დოლარია.


წყარო: trustnodes.com

Comments


bottom of page