"არ ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტებზე რეგულაციები უახლოეს მომავალში იქნება" - რობ როისი
CnBc-თან ინტერვიუში, მიუნიხის კონფერენციაზე კიბერ უსაფრთხოების საკითხებში, თეთრი სახლის კიბერ უსაფრთხოების კოორდინატორმა და პრეზიდენტის სპეციალურმა ასისტენტმა, რობ როისმა, თქვა:
''ჩემი აზრით, ჩვენ ისევ კარგი და ცუდი იდეების განხილვის ფაზაში ვართ, აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ რეგულაციები ახლო მომავალში იქნება''
მისი შეფასება უფრო ეხმაურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უფრო ადარდებთ კრიპტოვალუტების არალეგალური გამოყენების საკითხი და არა რეგულაციები.
''ჩვენ ვწუხვართ. ბიტკოინთან და ციფრულ ფულთან დაკავშირებით ბევრი კარგი კონცეფციაა, მაგრამ, ამავდროულად, თუ დააკვირდებით, როგორ მუშაობს ბიტკოინი, მიხვდებით, რომ თუ ის დანაშაულებრივად იქნა გამოყენებული, არ არსებობს მექანიზმი მის უკან დასაბრუნებლად ან გამოსასწორებლად''
''ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, ეს როგორ მოვაგვაროთ, ამიტომ ეს პრობლემაა'' - თქვა როისმა.
ერთ-ერთმა ამერიკის მონეტარული კომიტეტის ჩინოვნიკმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდეს კიბერ უსაფრთხოების საკითხში და კოორდინირებულად შეაჩერონ კრიმინალების თუ ტერორისტების მიერ ამ ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება.
მსოფლიო ლიდერებიც უჭერენ ასეთ კორრდინირებულ პოლიტიკას მხარს, მაგალითად ქრისტინ ლაგარდი, საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელი, რომელმაც განაცხადა, რომ IMF-ი აქტიურად ცდილობს, აღმოფხვრას მართლსაწინააღმდეგო კრიპტოვალუტების გამოყენება, დიდად უჭერს მხარს მსოფლიოს კოორიდინირებულ რეაგირებას კრიპტოვალუტებზე.
წყარო: coindesk.com