top of page

რა არის გონიერი კონტრაქტები?

ბლოკჩეინის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ ვინაიდან ის დეცენტრალიზებული სისტემაა, რომელიც ყველა მონაწილეს შორის არსებობს, ის აღარ საჭიროებს შუამავლისთვის ანაზღაურების გადახდას, ზოგავს თქვენს დროს და თავიდან გაცილებთ კონფლიქტს. ბლოკჩეინებს გააჩნიათ თავისი პრობლემები, მაგრამ ისინი ეჭვსგარეშე  უფრო სწრაფი, უფრო იაფი და უფრო დაცულია, ვიდრე სხვა ტრადიციული სისტემები, რის გამოც ბანკები და ხელისუფლებები უპირისპირდებიან მას.

1994 წელს, ნიკ სზაბომ, მეცნიერმა და კრიპტოგრაფმა, გააცნობიერა, რომ დეცენტრალიზებული საბუღალტრო წიგნაკი შეიძლება გამოყენებულ იქნას გონიერი კონტრაქტებისთვის, რომელსაც მეორენაირად თვით-განსჯად, ბლოკჩეინ და ციფრულ კონტრაქტებსაც უწოდებენ. ამ ფორმატში კონტრაქტები შეიძლება გადაკეთდეს კომპიუტერულ კოდად, იქნას შენახული, გამრავლდეს სისტემაში და გაკონტროლდეს კომპიუტერული ქსელების მიერ, რომლებიც ბლოკჩეინს მართავენ. ყველაფერი ამის შემდეგი განვითარების ნაბიჯი იქნება, რომ დავთარი თავად მოაწესრიგებს ფულის გადარიცხვასა და სერვისის თუ პროდუქტის მიღებას.

რა არის გონიერი კონტრაქტი?

გონიერი კონტრაქტები გთავაზობთ ფულის, ქონების, წილის თუ ნებისმიერი სხვა რამის გადაცვლის უკონფლიქტო გზას შუამავლის სერვისების თავიდან არიდებით.

გონიერი კონტრაქტების განმარტებისთვის საუკეთესო გზა იქნება ტექნოლოგიის სავაჭრო აპარატთან (vending machine-თან) შედარება. როგორც ჩვეულებრივად ხდება, თქვენ მიდიხართ იურისტთან, ან ნოტარიუსთან, უხდით მათ ფულს და იცდით, სანამ საჭირო დოკუმენტს მიიღებთ. გონიერი კონტრაქტებით კი თქვენ უბრალოდ აგდებთ ბიტკოინს სავაჭრო აპარატში (ანუ იგივე დავთარში) და თქვენი თანხის დეპონირება, მართვის მოწმობა თუ სხვა თქვენს ანგარიშზე გაჩნდება. ამასთან, გონიერი კონტრაქტები არა მხოლოდ ადგენენ წესებსა და ჯარიმებს შეთანხმების მიხედვით, როგორც ამას ტრადიციული კონტრაქტი აკეთებს, არამედ ავტომატურად აძალებს ორივე პირს მოვალეობების შესრულებას.

როგორც ვიტალიკ ბუტერინი, ეთერიუმის შემქმნელი, განმარტავს გონიერ კონტრაქტს ახლანდელ DC ბლოკჩეინის შეხვედრაზე, აქტივი თუ ვალუტა პროგრამაში გადადის „და პროგრამა მართავს ამ კოდს, ხოლო რაღაც მომენტში ავტომატურად ამტკიცებს რაიმე მდგომარეობას და ის ავტომატურად წყვეტს, აქტივი უნდა გადავიდეს სხვაზე, თუ უნდა დარჩეს იმავე პირს.“ ამასობაში, დეცენტრალიზებული დავთარი ინახავს და ამრავლებს დოკუმენტს, რაც მის უსაფრთხოებასა და გარდაუვალობას უზრუნველყოფს.

მაგალითი

ჩავთვალოთ, რომ ჩემგან ბინა იქირავე. ამისათვის, შენ კრიპტოვალუტით იხდი საჭირო თანხას. შენ იღებ ჩეკს, რომელიც შენს ციფრულ კონტრაქტზეა მიბმული; მეორეს მხრივ, მე შენ ციფრულ გასაღებს გაძლევ, რომელიც შენთან სპეციფიურ თარიღში მოდის. თუ გასაღები დროულად არ მოვა, ბლოკჩეინი გინაზღაურებს თანხას. თუ მე გასაღებს ვადაზე ადრე გამოგიგზავნი, პროგრამა ინახავს გასაღებსაც და თანხასაც, სანამ დათქმული თარიღი არ მოვა. სისტემა მუშაობს „თუ..., მაშინ...“ პრინციპით და ხილულია ათასობით ადამიანისთვის, ასე რომ, შეგიძლია ხელშეკრშეკრულების უნაკლო შესრულების იმედი გქონდეს. თუ მე გასაღებს მოგცემ, დარწმუნებული ვარ, რომ ანაზღაურებას მივიღებ. თუ შენ ბიტკოინების განსაზღვრულ რაოდენობას გამოაგზავნი, შენ მიიღებ გასაღებს. დოკუმენტი დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ჩერდება და შეუძლებელია ნებისმიერი ჩვენგანის მიერ გაწერილ კოდში ჩარევა ისე, რომ მეორე პირმა ეს არ იცოდეს, რადგან პროგრამა ორივე მხარეს ერთდროულად აფრთხილებს ყველა ცვლილების შესახებ.

შენ შეგიძლია, გამოიყენო გონიერი კონტრაქტები უამრავ სხვადასხვა სიტუაციაში, როგორიცაა ფინანსური დერივატივები, სადაზღვევო პრემიები, კონტრაქტები სამართლის დარღვევაზე, საკუთრების კანონი, კრედიტები, ფინანსური სერვისები, ლეგალური პროცესები და crowdfunding შეთანხმებები.

გონიერი კონტრაქტის მაგალითი

აქ არის მარტივი გონიერი კონტრაქტის კოდი, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინში გაიწერა. კონტრაქტი შეიძლება ჩაიწეროს ნებისმიერ ბლოკჩეინში, მაგრამ უმეტესად გამოიყენება ეთერიუმი შეუზღუდავი დამუშავების შესაძლებლობის გამო.

გონიერი კონტრაქტის მაგალითი ეთერიუმზე. წყარო:

https://www.ethereum.org/token

კონტრაქტი პირობას გაძლევს, რომ მისი შემდგენელი 10 000 ბიტკოინს მიიღებს; ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, რომელსაც საკმარისი ბალანსი აქვს, გადაიხადოს ეს თანხა და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.

წყარო: Blockgeeks.com

თარგმანი: ანა მიქატაძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი

bottom of page