top of page

რა არის ბიტკოინი?

საინტერესოა, რომ ბიტკოინი პირველად 2008 წელს გამოჩნდა, მაშინ, როდესაც „Occupy Wall Street“ - მა დიდ ბანკებს ბრალი დასდო კლიენტების ფულის არასწორად გამოყენებაში, მათ გასულელებაში, სისტემის გაბზარვაში და უზარმაზარი გადასახადების დაწესებაში. ბიტკოინის შემქმნელებს სურდათ, გამყიდველი პირველ ადგილას დაეყენებინათ, შუამავალის ფუნქცია შეემცირებინათ, საპროცენტო ხარჯები გაეუქმებინათ და სავაჭრო ოპერაციები გამჭირვალე გაეხადათ, რათა კორუფცია ადვილად მოესპოთ და გადასახადები შეემცირებინათ. მათ შექმნეს დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც შეგიძლია, თავად აკონტროლო საკუთარი კაპიტალი და იცოდე, რა ხდება მის შიგნით.

რა არის ბიტკოინი?

მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინი არის ელექტრონული ვალუტა. შენ შეგიძლია, ჩაატარო ტრანზაქციები ჩეკით, საბანკო ბარათით, ან ნაღდი ფულით. ბიტკოინის (ან BTC) გამოყენება  შესაძლებელია ხელმოწერით, რაც 16 სიმბოლოსაგან შედგენილი გრძელი კოდია. გამყიდველი კოდს თავისი სმარტფონით შიფრავს, რათა შენი კრიპტოვალუტა მიიღოს. სხვა კუთხით რომ შეხედო, კრიპტოვალუტა არის ციფრული ინფორმაციის გაცვლა, რაც საშუალებას გაძლევს, იყიდო ან გაყიდო სხვადასხვა საქონელი და მომსახურება. ტრანზაქცია უსაფრთხოებასა და ნდობას ისეთი კომპიუტერული ქსელით მოიპოვებს, რომელიც ძალიან ჰგავს სკაიპს, ან ბიტ-ტორენტს, ფაილების გაზიარების სისტემას.

 ბიტკოინის ტრანზაქციების მახასიათებლები:

  1. შეუქცევადი: დადასტურების შემდეგ, სავაჭრო ოპერაციის შებრუნება არავის შეუძლია. და არავინ ნიშნავს არავის! ვერც შენ, ვერც შენი ბანკი, ვერც ამერიკის პრეზიდენტი, ვერც სატოში და ვერც შენი მაინერი ოპერაციას ვერ შეაბრუნებს. თუ ფულს გააგზავნი, შენ მას აგზავნი. არავის შეუძლია დაგეხმაროს, თუ ქოინებს მატყუარას გადაურიცხავ, ან თუ ჰაკერი მოიპარავს მას შენი კომპიუტერიდან.

  2. ფსევდონიმური: არც ერთი ოპერაცია, ან ანგარიში ნამდვილი სამყაროს იდენტობებს არ უკავშირდება. შენ იღებ/გზავნი ბიტკოინებს, ე.წ. მისამართზე, რომელიც შემთხვევითად ამორჩეული 30 სიმბოლოსაგან შედგება. აქედან გამომდინარე, თუ ტრანზაქციების მოცულობის და სიხშირის ანალიზი ძირითადად შესაძლებელია, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად არსებობს მათი რეალურ სამყაროს იდენტობებთან დაკავშირების საჭიროება ან შესაძლებლობა.

  3. სწრაფი და გლობალური: ტრანზაქცია ქსელში თითქმის იმწამსვე ვრცელდება და რამდენიმე წუთში დასტურდება. ვინაიდან პროცესი გლობალურ ქსელში მიმდინარეობს, შენი ფიზიკური ადგილმდებარეობა არაფერს წყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს მე ბიტკოინს მეზობელს გავუგზავნი, თუ ვიღაცას დედამიწის მეორე ბოლოში.

  4. უსაფრთხო: ბიტკოინის ფულადი სახსრები ჩაკეტილია საზოგადო გასაღებით - „ cryptography system“. მხოლოდ პირადი გასაღების მქონე პირს შეუძლია კრიპტოვალუტის გადაგზავნა. ძლიერი კრიპტოგრაფი და დიდი რიცხვების მაგიური შესაძლებლობები პროგრამის გატეხვას შეუძლებელს ხდის. ბიტკოინის მისამართი უფრო დაცულია, ვიდრე „Fort Knox“.

  5. ნებართვის გარეშე: შენ არ გჭირდება ვინმეს ნებართვა, რათა კრიპტოვალუტა გამოიყენო. ეს უბრალო პროგრამაა, რომლის გადმოწერაც ყველას შეუძლია უფასოდ. დაინსტალირების შემდეგ, შენ შეგიძლია, მიიღო და გააგზავნო ბიტკოინები, ან  ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტა. არავის შეუძლია შენი შეჩერება. აქ მეკარე არ არსებობს.

როგორ მუშაობს ბიტკოინი?

ტექნიკურ დეტალებში ჩაძიების გარეშე რომ ავხსნათ, ბიტკოინი მუშაობს გადანაწილებულ საზოგადეობრივ დავთარზე, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ბლოკჩეინში ყველა დადასტურებული სავაჭრო ოპერაცია ე.წ. „ბლოკის“ სახითაა წარმოდგენილი. როგორც კი თითოეული ბლოკი სისტემას დაემატება, ის გადაეცემა ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერს დამტკიცებისთვის. ამ გზით, ყველა მომხმარებელი ინფორმირებულია თითოეული გადარიცხვის შესახებ, რაც ქურდობისა და ორმაგი დახარჯვისაგან (როდესაც ვიღაც ორჯერ ხარჯავს ერთი და იგივე  ვალუტას) თავის დაცვაში გვეხმარება. პროცესი ასევე ხელს უწყობს ბლოკჩეინს ნდობის მოპოვებაში.

რა არის მოპოვება (მაინინგი)?

მაინინგი, იგივე მოპოვება, იცავს ბიტკოინების გაცვლის პროცესს ბლოკჩეინზე სხვადასხვა ტრანზაქციების ქრონოლოგიურად მიმატებით, რათა თანმიმდევრობა არ დაირღვეს. ყოველი ტრანზაქციის ბოლოს ბლოკები წყდება, კოდები იშიფრება და ბიტკოინი იგზავნება, ან იცვლება.

თავად მაინერები კი ქსელში ჩართული პირები არიან, ვინც ინახავს ამ საერთო დავთარს საკუთარ კომპიუტერში.

მაინერები მოიპოვებენ ახალ ბიტკოინებს სპეციალური პროგრამების გამოყენებით, რომელთა მეშვეობითაც ისინი კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს ხსნიან. ეს ჭკვიანური გზა  ხელოვნურად ეხმარება ვალუტის გამოშვებას და, ამასთანავე, ადამიანებს აქეზებს, რომ დაკავდნენ კრიპტოვალუტის მოპოვებით.

ჯილდოს ოდენობა განსაზღვრულია წინასწარ და ამჟამად ის 12,5 ბიტკოინია, გარდა ამისა არსებობს საკომისიო გადასახადი, რომელსაც ტრანზაქციების დროს იხდიან. საკომისიოს ოდენობას თავად გამგზავნი ადგენს და რაც უფრო მეტია იგი, მით უფრო მოკლე ვადაში დადასტურდება ეს ტრანზაქცია.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ ინფლაცია და შეინარჩუნონ სისტემის მართვა, ბიტკოინების ჯამური რაოდენობა შეზღუდულია, მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21 მილიონს და მათი გამოშვება გაგრძელდება დაახლოებით 2040 წლამდე. ამის გამო, თავსატეხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომავალი ელის ბიტკოინს, ნელ-ნელა უფრო რთულდება.

 

წყარო: Blockgeeks.com

თარგმანი: ანა მიქატაძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი

bottom of page