top of page

გონიერი კონტრაქტების გამოყენება

გთავაზობთ, გონიერი კონტრაქტეის გამოყენების რამდენიმე მაგალითს:

ხელისუფლება

სავარაუდოდ, ძალიან რთული იქნება არჩევნების სისტემის გარდაქმნა, მაგრამ მიუხედვად ამისა, გონიერი კონტრაქტები შეასუსტებენ ნებისმიერ თავის ტკივილს ბევრად უფრო დაცული სისტემის შექმნით. დავთრის მიერ დაცული ხმები დეკოდირდება და ძალიან ძლიერი კომპიუტერული ენერგია დასჭირდება მასში შეღწევას. არავის აქვს ამდენი კომპიუტერული ენერგია, ასე რომ საჭირო იქნება ღმერთი ამ სისტემის გასატეხად! მეორეს მხრივ, გონიერი კონტრაქტები შეძლებენ, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას. საარჩევნო პროცესში, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, ძირითადად გამოწვეულია  იმ დისკომფორტით თუ ძალისხმევით, რომელიც თან ახლავს არჩევნებში ხმის მიცემას, მაგალითად  რიგში დგომა, პირადობის შემოწმება და საჭირო ფორმების შევსება. გონიერი კონტრაქტებით კი მსურველები საკუთარ ხმას გადააგზავნიან ელექტრონულად, შესაბამისად თავიდან აირიდებენ ამ ყველა უსიამოვნებას.

მენეჯმენტი

ბლოკჩეინი არა მხოლოდ გამოყოფს ერთ დავთარს, როგორც ნდობის წყაროს, არამედ წმენდს მას მოსალოდნელი პრობლემებისგან კომუნიკაციასა და საქმის მიმდინარეობაში თავისი აკურატიულობის, გამჭირვალობისა და ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით. ჩვეულებრივ, ბიზნეს ოპერაციები წინ და უკან მოძრაობენ, უცდიან დამტკიცებებს და აგვარებენ შიდა და გარე პრობლემებს, რათა საქმეში გაერკვნენ. ბლოკჩეინის საბუღალტრო წიგნაკი მთელს პროცესს სწორხაზოვნად წარმართავს. ის ასევე თავიდან იშორებს შეუსაბამობებს, რაც ძირითადად წარმოიშვება ხოლმე დამოუკიდებელი პროცესის დროს და რომელსაც ხანდახან დამატებით გადასახადებთან მივყავართ დაგვიანებებისა და სხვა საკითხების გამო.

 

საინტერესო ფაქტი

2015 წელს, Depository Trust & Clearing Corp. (DTCC)-მა გამოიყენა ბლოკჩეინის დავთარი 1.5 კვადრილიონ დოლარზე მეტის ღირებულების  ფასიანი ქაღალდების დამუშავებისთვის, რასაც 345 მილიონი ტრანზაქცია დასჭირდა.

უძრავი ქონება

შენ შეგიძლია, გონიერი კონტრაქტებით მეტი ფული გააკეთო. ჩვეულებრივ, თუ შენ შენი ბინის გაქირავება გენდომებოდა, მოგიწევდა შუამავლისთვის გადახდა, როგორიცაა Craigslist, ან გაზეთი რეკლამირებისთვის და ასევე მისთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ მეორე პირმა ბინის ქირა გადაიხადა (ბანკი) და სახლიც მიიღო (იურისტი). ბლოკჩეინი შენს ხარჯებს ამცირებს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ ბიტკოინებით გადაიხადო და მიაბა შენი კონტრაქტი დავთარს. ყველა ხედავს მას და შენ ავტომატურ დასტურს იღებ. ბროკერები, უძრავი ქონების აგენტები, ფულის გამსესხებლები და ყველა, ვინც ქონების გაცემასთან დაკავშირებულია, სარგებელს მიიღებს, თუმცა მომავალში მათ პროფესიებს დიდი საფრთხე ემუქრება.

საინტერესო ფაქტი

ბარკლის კორპორაციული ბანკი იყენებს გონიერ კონტრაქტებს მფლობელობის შეცვლის მისათითებლად და გადასახადების ავტომატურად გადასარიცხად სხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან.

ჯანდაცვა

პირადი ჯანმრთელობის ჩანაწერები შეიძლება მიბმული და შენახული იყოს ბლოკჩეინზე,ხოლო პირადი გასაღები ჩანაწერების ნახვის უფლებას მხოლოდ სპეციფიურ ინდივიდებს მისცემს. იგივე სტრატეგია შეიძლება გამოვიყენოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კვლევა ჩატარებული იქნება HIPAA კანონის მიხედვით (უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად). ოპერაციების ფულადი შემოსავლები შეიძლება შევინახოთ ბლოკჩეინზე და ავტომატურად გავუგზავნოთ სადაზღვევო კომპანიებს, როგორც მომსახურების მიღების დამამტკიცებელი საბუთი. დავთარიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ზოგადი ჯანმრთელობაზე ზრუნვის მენეჯერი, მაგალითად წამლებზე დასაკვირვებლად, შედეგების დასატესტად და მარაგის სამართავად.

გონიერი კონტრაქტების სამომავლო განვითარება

გონიერი კონტრაქტების მომავალი დამომკიდებულია მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. მაგალითად, კორნელ თექის (Cornell Tech) ირუსიტებმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ გონიერი კონტრაქტები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდება, საკუთარი თავი ამ პრობლემების მოგვარებას მიუძღვნეს.

სიმართლე რომ ითქვას, როცა საქმე გონიერ კონტრაქტებს ეხება, ჩვენ  სამეცნიერო ფანტასტიკის ეკრანებზე გადავდივართ. IT რესურს-ცენტრი ვარაუდობს, რომ გონიერმა კონტრაქტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონკრეტული ინდუსტრიების შეცვლაში, როგორიცაა, მაგალითად, იურისპრუდენცია. ამ შემთხვევაში, იურისტები გადავლენ ტრადიციული კონტრაქტების შედგენიდან სტანდარტიზირებული გონიერი კონტრაქტების ნიმუშების შექმნაზე, რომელიც წააგავს სტანდარტულ ტრადიციულ კონტრაქტებს  LegalZoom-ზე. სხვა ინდუსტრიებმა, როგორებიცაა ბითუმად მოვაჭრეები, საკრედიტო კომპანიები და ბუღალტრები, შეიძლება გამოიყენონ გონიერი კონტრაქტები ოპერაციების ნამდვილ დროში რევიზიისა და რისკის აღმოფხვრისათვის. სინამდვილეში, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ვებსაიტი „ხედავს“, როგორ აერთიანებს გონიერი კონტრაქტი ქაღალდსა და ციფრულ მასალას, სადაც კონტრაქტები გადამოწმებულია ბლოკჩეინის მეშვეობით და დამტკიცებულია ფიზიკური ასლით.

სად შევქმნათ გონიერი კონტრაქტები

ბიტკოინი: ბიტკოინი ბიტკოინის სავაჭრო ოპერაციებისთვის ძალიან გამოსადეგია, მაგრამ დოკუმენტების დამუშავებისთვის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

NXT: NXT საჯარო ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომელიც მოიცავს გონიერი კონტრაქტების ნიმუშების შეზღუდულ არჩევანს. თქვენ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის, რაც მოცემულია; თქვენ არ შეგიძლიათ, საკუთარი კოდის შექმნა.

ეთერიუმი: ეთერიუმი საჯარო ბლოკჩეინის პლატფორმაა და ყველაზე მეტად განვითარებულია გონიერი კონტრაქტების კოდირებისა და დამუშავების სფეროში. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ რაც გნებავთ, მაგრამ ასევე მოგიწევთ, დაფაროთ კომპიუტერული ენერგიის ხარჯები ეთერიუმის ჟეტონებით.

რაც შეეხება თავად გონიერი კონტრაქტების პოტენციალს, არ არსებობს იმ ინდუსტრიათა სიის დასასრული, რომელზეც მას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან დაწყებული ავტომანქანებით დამთავრებული. სია გრძელდება და გრძელდება, როგორც ამას ეთერიუმის CTO, გავინ ვუდი, ამბობს:

„გონიერი კონტრაქტების პოტენციალი, შეცვალონ სოციუმის ასპექტები, საკმაოდ მაღალმნიშვნელოვანია. ეს არის რაღაც ისეთი, რაც აწარმოებს ტექნიკურ ბაზას ყველა სახის სოციალური ცვლილებისთვის და მე ეს აღმაფრთოვანებს“

წყარო: Blockgeks.com

თარგმანი: ანა მიქატაძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი

bottom of page