გონიერი კონტრაქტების უპირატესობები
აი, რისი მოცემა შეუძლია გონერ კონტრაქტს:
ავტონომიურობა - თქვენ აწარმოებთ გარიგებას; არ არსებობს დადასტურებისთვის ბროკერის, იურისტის ან სხვა შუამავალის დაქირავების აუცილებლობა. ეს ასევე თავიდან გვარიდებს მანიპულაციის საფრთხეს მესამე პირის მიერ, ვინაიდან განაჩენის გამოტანა ავტომატურად მიმდინარეობს ქსელის მეშვეობით.
ნდობა - შენი დოკუმენტები დაშიფრულია გაზიარებულ დავთარზე. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ საბუთების დაკარგვა მოიმიზეზოს.
რეზერვი - წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, შენს ბანკს შენი დამზოგველი ანგარიში რომ დაეკარგა. ბლოკჩეინზე თითოეულ შენს მეგობარს აქვს რეზერვი. შენი დოკუმენტები მრავალჯერ დუბლირებულია.
უსაფრთხოება - კრიპტოგრაფია, ვებსაიტების შიფრირება, ინახავს შენს დოკუმენტებს უსაფრთხოდ. შეუძლებელია ანგარიშის გატეხვა. საჭიროა არარეალურად მძლავრი კომპიუტერი და გენიალური ჰაკერი, რათა კოდი გატეხოს და მონაცემები გააყალბოს.
სიჩქარე - ჩვეულებრივ, თქვენ დაგჭირდებოდათ ძალიან ბევრი დროის დაკარგვა და საბუთების შედგენა, რათა ხელით დაგემუშავებინათ დოკუმენტები. გონიერი კონტრაქტი იყენებს პროგრამულ კოდს დავალებების ავტომატურად სამართავად, რისი მეშვეობითაც, ბიზნესის პროცესის უმეტეს დროს ზოგავს
დანაზოგი - გონიერი კონტრაქტები ზოგავს შენს ფულს, ვინაიდან ის შუამავალს აშორებს საქმეს. მაგალითად, შენ მოგიწევდა ნოტარიუსისთვის ანაზღაურების მიცემა, რათა სავაჭრო ოპერაციას დასწრებოდა და იურიდიულად დაედასტურებინა იგი.
აკურატულობა - ავტომატური კონტრაქტები არ არის მხოლოდ სწრაფი და იაფი, არამედ ის თავს არიდებს უნებლიე შეცდომებს, რომლებსაც უამრავი ფორმების ხელით შევსებისას უშვებენ ხოლმე.
აი, როგორ აღწერს გონიერ კონტრაქტებს ჯეფ გარზიკი, ბლოკჩეინის სერვისის, ბლოქის, მფლობელი:
„გონიერი კონტრაქტები... გპირდებიან ძალიან, ძალიან სპეციფიურ შედეგებს. არ არსებობს დაბნეულობა და კამათის საჭიროება“
გონიერ კონტრაქტებთან დაკავშირებული პრობლემები
გონიერი კონტრაქტები ძალიან შორსაა იდალურისგან. რა მოხდება მაშინ, თუ კოდში ხარვეზი გამოჩნდება? ან როგორ უნდა დაარეგულიროს ხელისუფლებამ ასეთი კონტრაქტები? როგორ უნდა დააწესოს ხელისუფლებამ გადასახადები გონიერი კონტრაქტებით ჩატარებულ სავაჭრო ოპერაციებზე?
რა მოხდება, თუ მე არასწორ კოდს გადავაგზავნი, ან, როგორც იურისტი ბილ მარინო აღნიშნავს, სწორ კოდს გადავაგზავნი, მაგრამ ჩემი ბინა უკვე გაქირავებული აღმოჩნდება, სანამ გაქირავების თარიღი დადგება? ეს რომ ტრადიციული კონტრაქტი ყოფილიყო, მე შევძლებდი მის გაუქმებას სასამართლოში, მაგრამ ბლოკჩეინი სხვა შემთხვევაა. კონტრაქტი ყოველთვის ხორციელდება ყველაფრისდა მიუხედავად.
გამოწვევების სია გრძელდება და გრძელდება. ექსპერტები ცდილობენ პრობლემების გამოსწორებას, მაგრამ ეს კრიტიკული შემთხვევები პოტენციურ მომხმარებლებს, ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე უარის თქმას აიძულებენ. გონიერი კონტრაქტები, ისევე როგორც ბლოკეინი, ჯერ კიდევ განვითრების ადრეულ სტადიაზეა და უდავოა, რომ არსებული პრობლემები მომავალში აუცილებლად მოგვარდება!
წყარო: Blockgeeks.com
თარგამანი: ანა მიქატაძე
რედაქცია: ბექა დალაქიშვილი