top of page

ბიტკოინის ფასი ნახევარ საათში 1 000$-ით გაიზარდა

  • ანა მიქატაძე
  • Jul 19, 2019
  • 1 min read

შენიშვნა: სტატია ნათარგმნია coindesk.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ საკუთარ დაკვირვებებზე დაფუძნებით.


ბიტკოინის ფასი სულ რაღაც ნახევარ საათში 1 000$-ით გაიზარდა, რითიც კიდევ ერთხელ გადალახა 10 000$-იანი ბარიერი.


როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ბაზრის მოცულობით პირველ კრიპტოვალუტას სხვა ციფრული ვალუტებიც მიჰყვნენ. ლაითკოინი და ბიტკოინ SV ორნიშნა მოგებას აჩვენებენ, ეთერიუმისა და რიპლის ფასი კი 6% და 3%-ით გაიზარდა.


გაზრდილია ბიტკოინის წილიც კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის მოცულობაში - ის ახლა 65.4%-ის მაგივრად 65.8%-ს ფლობს.


როგორც ვარაუდობენ, თუ ბიტკოინი 11,080$-იან ბარიერს გადალახავს (რაც ამჟამინდელი მონაცემებით მოსალოდნელია), ამას კრიპტოვალუტის ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს 12,000$-მდე.


წყარო: coindesk.com

 
 
 

Comments


bottom of page