რუსეთში კრიპტოვალურებით ვაჭრობა მალე სამართლებრივ დონეზე იქნება ნებადართული
Interfax-ის თანახმად რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ მინისტრი რუსეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის ნების დართვას გეგმავს.
მინისტრის მოადგილემ, ალექსეი მოისეევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მართალია, ფინანსთა სამინისტროს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა სავარაუდოდ მალე დაიშვება. კანონი უკვე დამუშავების პროცესშია, ახლა მხოლოდ სამინისტროს მიერ მისი აღიარება და პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებაღა დარჩა.
ანატოლი აკსაკოვი, დუმას (რუსეთის ფედერაციის პარლამენტი) ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარემ საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთმა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის რეგულაციები ამ წლის ბოლომდე შემოიღოს.
Cointelegraph-ი გვამცნობს, რომ დუმა, კრიპტოს შესახებ კანონს „ციფრული აქტივების შესახებ“ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელის.
ამავდროულად მოისეევი ადასტურებს, რომ სამინისტროს ICO-ების შესახებ ცალკეული საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომელიც რუსეთის „ქრაუდფანდინგის შესახებ კანონის“ ნაწილი იქნება.
ამ კვირაშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორმა თქვა, რომ, მართალია ისინი ცენტრალური ციფრული ბანკის გახსნის იდეას განიხილავენ, თუმცა ამის გაკეთებას ახლო მომავალში არ აპირებენ.
წყარო: cointelegraph.com