top of page

„ციფრული ციებ-ცხელება თბილისში“ - დედაქალაქი 7 ქვეყნის 100 IT ნოვატორს უმასპინძლებს


28-29 ივნისს საქართველოს დედაქალაქი 7 ქვეყნის 100 წარმომადგენელს უმასპინძლებს. საერთაშორისო კონფერენციაზე - “ციფრული ციებ-ცხელება თბილისში“ სფეროს ენთუზიასტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. ციფრული ინდუსტრიის ლიდერები - ბიზნესმენები, სტარტაპერები, საჯარო მოხელეები, აიტი სპეციალისტები, ინვესტორები საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილ ვითარებასაც გაეცნობიან და ქართულ ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობებსაც განიხილავენ.


ღონისძიებაზე 30 მომხსენებელი საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში არსებული ვითარებისა და ტრენდების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გაუზიარებს. კრიპტობირჟების დამფუძნებლები ყურადღებას კრაუდფანდინგის ტრენდებსა და IEO/STO-ს მომავალზე გაამახვილებენ. მონაწილეები ახალ პროექტებსა და ციფრულ პროდუქტებსაც წარმოადგენენ და საქართველოში მათი დანერგვისა და რეალიზაციის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. ცალკე ბლოკი მიეძღვნება გეიმინგს ბლოკჩეინზე. ქართველი დეველოპერები კი ყურადღებას უძრავი ქონების კრიპტოვალუტაში გაყიდვის ტენდენციაზე გაამახვილებენ.


პროექტის ფარგლებში შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე - განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ.


ღონისძიების არაფორმალური ნაწილი საქართველოს ღირშესანიშნაობების გაცნობით, მათ შორის, ძველი დედაქალაქის - მცხეთის მონახულებით გაგრძელდება და ბუნების წიაღში, ახალი პარტნიორებისა და მეგობრების გარემოცვაში, საზაფხულო დასვენებით და ქართული ტრადიციული სუფრით დაგვირგვინდება.


Digital Georgia-ს იდეური სულისჩამდგმელის, ევგენი რომანენკოს თქმით, ამ ღონისძიებით ციფრული საქართველო ახალ ამბასადორებს შეიძენს.


„ეს არის ქვეყანა სამიათასწლოვანი ისტორიით, შემოქმედის მიერ კურთხეული, ორ ზღვას შუა აღმოცენებული კაცობრიობის აკვანი ... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო Doing Business 2019-ის ტოპათეულშია შესული და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად არის აღიარებული. უცხოელებს ხიბლავთ ქართული სტუმართმოყვარეობა, აქაური ლანდშაფტი, პირობები, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, თუნდაც, ბიზნესის წარმოების კუთხით. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მეტი პროფესიონალი, მეტი ნოვატორი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ორგანიზება გავუწიოთ შეხვედრებს მეტი სასარგებლო იდეისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ „ციფრული ციებ-ცხელება თბილისში“ აიტი ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში ყოველწლიურ საზაფხულო ფესტივალად იქცევა“, - განაცხადა ევგენი რომანენკომ.


ღონისძიების ორგანიზატორები არიან - Digital Georgia (საერთაშორისო ინიციატივა საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის მიმართულებით) და Crypto Tour Georgia (ციფრული ბიზნესტურიზმის ოფიციალური ტუროპერატორი საქართველოში)


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://digital-georgia.org/digitalhot-ru/


საკონტაქტო ინფორმაცია:


ეკა შერვაშიძე


Crypto Tour Georgia

597 141 5 55


ალეკო სუდაძე


599464610


ევგენი რომანენკო


bottom of page