top of page

სატოში ნაკამოტო გამოჩნდა?


კრეიგ რაიტმა ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების სარეგისტრაციო ფორმა წარმოადგინა. რას ეხებოდა ეს ფორმა? სატოში ნაკამოტოს შექმნილი ბიტკოინის კოდსა და მის ვაითფეიფერს.


სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისს აქვს სარეგისტრაციო დოკუმენტები, სადაც რაიტი წარმოდგენილია, როგორც ბიტკოინის ვაითფეიფერისა და ადრეული კოდის ავტორი.


ეს ავსტრალიელი ენტერპრენერი 2015 წლიდან მოყოლებული ამტკიცებს, რომ სატოში ნაკამოტო მისი ფსევდონიმია.


Coin Center-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯერი ბრიტო ამბობს:


„საავტორო უფლებების რეგისტრაცია მხოლოდ ფორმის შევსებას გულისხმობს. აშშ-ს საავტორო უფლებების ოფისი არ იკვლევს ვალიდურია თუ არა ის, ის მხოლოდ არეგისტრირებს მას. სამწუხაროდ, არ არსებობს ამ რეგისტრაციის ოფიციალურად გამოწვევის გზა. თუ ამ უფლებაზე კონკურენტები გამოჩნდება, ოფისი უბრალოდ მათ ყველას დაარეგისტრირებს.


წყარო: cryptoglobe.com

bottom of page