top of page

ვაის რეიტინგი ხალხს ბიტკოინის ყიდვისკენ მოუწოდებს


შენიშვნა: სტატია ნათარგმნია www.investinblockchain.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. გირჩევთ ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ საკუთარი დაკვირვებების შედეგად


ვაის რეიტინგის მიხედვით დროა ახლავე იყიდო ბიტკოინი


წინა წლის დეკემბრის თვის შემდეგ ბიტკოინის ფასი მნიშვენლოვნად დაეცა 20,000$-დან. ფასი იმდენად დაბალი იყო, კრიპტო-საზოგადოებას ძველი ფასის კვლავ ნახვის იმედი აღარ ჰქონდა.


2017 წელს, როდესაც ფასები ყველაზე მაღალი იყო, ხალხი ოცნებობდა დაბალ ფასად ბიტკოინის შეძენას. როგორც ჩანს, მათი სურვილი რეალობად იქცა და ბიტკოინის ფასი ახლა $3,5000-ის ფარგლებში ტრიალებს, რაც მისი ფასის ისტორიული მწერვალიდან 83%-ით ნაკლებია.


პროგნოზები ბიტკოინის ფასის დაცემასთან დაკავშირებით


მთლიანი 2018 წლის "დათვის ბაზრის" პერიოდში, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, კრიპტო-სახოგადოების წევრები ბიტკოინს გაუფასურებას უწინასწარმეტყველებდნენ. მათ შორის არიან ტვიტერის და Youtube-ის მომხმარებლები, კრიპტოვალუტის ფანები და ტროლები Reddit-ზე. ამასთან, ამ სფეროში გამოცდილი პიროვნებებიც თავიანთ პროგნოზირებდნენ ბიტკოინის ფასის ვარდნას პუბლიკაციებსა და სატელევიზიო გადაცემებში.


თუმცა, რეალურად, თითქმის ყველა ცდებოდა. ბიტკოინის ფასის ცვლა ამ პროგნოზებს არ ემთხვეოდა, რადგან ის საკვანძო ეტაპების გადალახვას განაგრძობდა და ახალ მინიმუმებს პოულობდა. მაგრამ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს მისი გაუფასურება?


მარტინ ვაისმა და მისმა მკვლევართა გუნდმა WeissCrytocurrencyRatings-დან ახლახანს გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ბიტკოინის შესახებ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ტვიტის მიხედვით, ვაის რეტინგი ირწმუნება, რომ იდეალური დროა ბიტკოინის შესაძენად, რადგან მისი მაჩვენებელი $3,000-მდე დაეცა.


ბიტკოინის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში ახლა საუკეთესო დროა მის შესაძენად. იგი ამ ღირებულებას შეინარჩუნებს. ჩვენ მართლაც ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ეს საუკეთესო ინვესტიცია იქნება.


ვაის რეიტინგი კარგად ცნობილი მკვლევარების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს კვლევას, მონაცემების შეგროვებასა და ამ ინფორმაციის ინვესტორებისა და მოვაჭრეებისთვის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ გადაფარეს ტრადიციული საფონდო ბაზარი, მათ შორის: ETF, ელექტრონული საგადასახადო სისტემა, ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვეო კომპანიები და კრიპტოვალუტები.


ორგანიზაციას დიდი ნდობა აქვს ინვესტორების მხრიდან და მას 46 წლიანი გამოცდილება გააჩნია საინვესტიციო და სავაჭრო ინდუსტრიაში სხვადასხვა ფინანსური შეფასებების მომზადებაში. შესაბამისად, რადგან ვაის რეიტინგმა მხარი დაუჭირა ბიტკოინს და განაცხადა, რომ ახლოვდება "მისი შესყიდვის საუკეთესო მომენტი" და "იგი არ შეიცვლება". აღნიშნულ სიტყვებს დიდი გავლენა აქვს კრპიტო-საზოგადოების წევრებისთვის.


ვაის რეიტინგი ბიტკოინის მომავალ სწრაფ ზრდაზე


წამყვანმა ანალიტიკოსმა ვაის რეიტინგიდან და დოქტორ ბრუსმა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში პატივსაცემი ლექტორია, ბოლოს გამართულ დისკუსიაზე მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე ისაუბრეს, რასაც შესაძლოა სწრაფი ზრდაც მოჰყვეს.


ძირითადი თემა "Bakkt"-ის გაშვება იყო - ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გათვლილი ციფრული აქტივების ბაზარი, რომელიც ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობითაა ცნობილი.


ბრუსის მიხედვით, იგი ოპტიმისტურად არის განცწყობილი ამ ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ინსტიტუციონალური კაპიტალის შემოდინებას, რაც, თავის მხრივ, ფასის ზრდას გამოიწვევს.


რთული წარმოსადგენია, რომ "Bakkt"-მა კრიპტოს ყიდვის შესაძლებლობა არ მისცეს დიდ ორგანიზაციებს . შედეგი შორსმიმავალი იქნება.


მან მოგვიანებით ახსნა ეს ინიციატივა. მისი თქმით, ისეთ პროექტებს, როგორიც "Bakkt"-ია, შეუძლიათ არსებითი ზეგავლენა მოახდინონ კრიპტოვალუტის დაძაბულ ბაზარზე და უფრო მიიზიდონ ორგანიზაციები და ინვესტორები.


ისეთმა პროექტებმა როგორიც არის "Bakkt"-ი, შეუძლიათ გაზარდონ ლიკვიდურობა, სტაბილურობა და კრიპტოვალუტის საერთო მოცულობა, რაც ხელს შეუწყობს სამი ტრილიონი დოლარის ღირებულების გლობალური ბაზრის შექმნას. ისეთისას, როგორიც აქამდე არ გვინახავს.


bottom of page