top of page

ევრო კომისია ბლოკჩეინ ასოციაციის შექმნას აპირებს


ახლადგამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევრო კომისია ბლოკჩეინ ასოციაციის შექმნისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ პროცესის დასრულებას მომდევნო წელს უნდა ველოდოთ. ანგარიშის თანახმად, რამდენიმე ბანკიც კი დაინტერესდა ამ ინიციატივით და აქტიურ მუშაობაშიც ჩაერთო.


ხსენებული ასოციაციის სახელი იქნება - სანდო ბლოკჩეინ აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციაშია (IATBA).


IATBA


ბრიუსელში გამართულ კრებაზე, პირველად გაჟღერდა ბლოკჩეინ ასოციაციის შექმნის აზრი.

ესპანეთის წამყვანმა ბანკმა, BBVA-მ, თანამშრომლობისა და ასოციაციაში გაწევრიანების სურვილის კი გამოთქვა. ამავე ბანკმა განაცხადა, რომ მას გარდა, კიდევ ოთხი მსხვილი ბანკიც შეუერთდება ბლოკჩეინ ასოციაციას.


ევრო კომისიის აზრით, ახალი ასოციაცია ბლოკჩეინ ინდუსტრიას განვითარებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას დიდად შეუწყობს ხელს.


წყარო: coindoo.com

bottom of page