SEC-ი ბიტკოინ ETF-ის დამტკიცებას ახლო მომავალში არ აპირებს
ადვოკატი ჯეიკ ჩერვინსკის ტვიტერის გვერდზე განთავსებული პოსტის მიხედვით, 5 ნოემბერი მხოლოდ საზოგადოების მიერ საჩივრების შეტანის საბოლოო ვადა იყო და არა კომიტეტის მიერ უკვე უარყოფილი ბიტკოინ ETF-ების გადახედვის. მისივე თქმით, კომისიას ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდება ამის გასაკეთებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.
ჩერვინსკიმ ასევე თქმა, რომ SEC-ს ამ წლის 29 დეკემბრამდე აქვს VanEck/SolidX ETF-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა.
ბრძოლა ფინანსურ მოდარაჯე ძაღლსა და კრიპტო საზოგადოებას შორის
ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შრის დაპირისპირებამ კულმინაციას 2018 წლის 27 ივლისს მიაღწია. ამ დღეს კომისიამ ვინკელვოსების ბიტკოინ ETF-ი უარყო.
ამავე წელს SEC-მა კიდევ ცხრა ბიტკოინ ETF-ს უთხრა უარი.
ETF-ები რომელიც SEC-მა უარყო:
Cboe BZX Exchange’s Granite Shares Bitcoin ETF
Granite Shares Short Bitcoin ETF
NYSE Arca Inc.; Proshares Bitcoin ETF
Proshares Short Bitcoin ETF; NYSE Arca Inc.
Direxion Daily Bitcoin Bear 1X Shares
Direxion Daily Bitcoin 1.25X Bull Shares
Direxion Daily Bitcoin 1.5X Bull Shares
Direxion Daily Bitcoin 2X Bull Shares
Direxion Daily Bitcoin 2X Bear Shares.
წყარო: btcmanager.com