top of page

უკრაინის ხელისუფლების ახალი პოტილიკა კრიპტოვალუტების მიმართ


უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რეგიონში კრიპტოვალუტების ლეგალიზაციას აპირებს.


უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ კრიპტო-სექტორთან დაკავშირებული ახალი წესდება გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლიდან შევა ძალაში.


ორ ნაწილიანი გეგმა


პირველი - 2018-2019 წლებში უკრაინის ხელისუფლებამ კრიპტო სივრცეზე მკაცრი რეგულაციებს დააწესებს და ადგილობრივ კრიპტო ბაზარს თითქმის მთლიანად თავის დაქვემდებარებაში მოაქცევს. მთავრობისთვის ბაზრის კონტროლის გასაიოლებლად, კრიპტო პლატფორმები იძულებულნი იქნებიან “Know Your Customer” (KYC) და „Anti-Money Laundering” (AML) სისტემების შემოღება მოუწევთ.


მეორე - 2020 წლისთვის ხელისუფლება კრიპტოვალუტების მაინინგის ინდუსტრიის, გონიერი კონტრაქტების პროტოკოლებისა და დაბეგვრის სფეროს შესწავლას აპირებს.


მკვლევარმა, დენის ზარიტსკიმ, თქვა, რომ ოფიციალური დოკუმენტის, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ გამოსცა, მიხედვით კრიპტოვალუტების მქონე ინდივიდებს 5%-იანი გადასახადი დაუწერა. ეს გაცილებით ნაკლებია სხვა რეგიონებში, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, არსებულ გადასახადებზე.


ოქტომბერში, ანტი-კორუფციული მოძრაობის წევრმა, იური ძერევანკომ, 2020 წლისთვის კრიპტო სფეროზე ყველანაირი გადასახადების მოხსნა მოითხოვა.


დღესდღეობით ორივე, მმართველი და ოპოზიციური პარტიები, კრიპტო სექტორისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.


წყარო: ccn.com

bottom of page