top of page

„ჩვენ გვჯერა ეთერიუმის“


ჯეიმი დიმონის განცხადების მიუხედავად, რომელშიც ის ამბობდა, რომ მას ბიტკოინი საერთოდ არ ანაღვლებდა, JP Morgan-ი ეთერიუმის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.


JP Morgan-ი ეთერიუმზე დიდ იმედებს ამყარებს


The Australian Financial Review-ს თანახმად, JP Morgan-ი Qourum-ის, პროექტის, რომელიც „ეთერიუმის სამეწარმეო სფეროზე კონცენტრირებული ვერსია, შექმნას დიდი სერიოზულობით ეკიდება. კომპანიის ბლოკჩეინ ინიციატივების უფროსი, უმარ ფარუქი, ამბობს:


„ფირმის გარეთ მყოფი ადამიანებიც კი ახდენენ ოქროს მონეტიზაციას. ისინი ოქროს დაჩიპულ კონტეინერებში დებენ, რისი მეშვეობითაც ისინი მას თვალ-ყურს ადევნებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ოქროს უფრო მეტი ფასი ექნება. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც იცი რომ ის სანდო და ლეგალური შახტიდან არის ამოღებული მას ღირებულება ემატება. ჩვენც ზუსტად ამის გაკეთებას ვაპირებთ, ჩვენ ოქროს მონეტიზაცია გვსურს. ამას ეთერიუმის ბლოკჩეინის მეშვეობით მივაღწევთ, ჩვენ მისი გვჯერა.“


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის მიმართ ფარუქის დამოკიდებულებას არ იზიარებს


იმისდა მიუხედავად, რომ ფარუქი დადებითადაა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ, ჯეიმი დაიმონი, ფიქრმის აღმასრულებელი დირექტორი, ბიტკოინის მიმართ დიდად სკეპტიკურადაა განწყობილი. ის იმ პოლიტიკოსებს ჰგავს, რომელთაც უყვართ ბლოკჩეინ ტექნოლოგია, თუმცა ვერ იტანენ კრიპტოვალუტებს.


The Next Web-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჰკითხეს შეიცვალა თუ არა ბიტკოინის მიმართ დამოკიდებულება, დაიმონმა ასე უპასუხა:


„მე არ შემიცვლია ჩემი აზრი, მე მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ის გამოვხატე. არ მინდა, რომ ბიტკოინის წინააღმდეგ მებრძოლად ჩამთვალოთ. მე უბრალოდ არანაირი ინტერესი არ მაქვს მის მიმართ, ესაა და ეს.“


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page