იაპონიაში კრიპტო ბაზარი თვით-რეგულირებადი გახდა
იაპონიის მთავარმა რეგულატორულმა ინსტიტუციამ კრიპტო ინდუსტრიას თვით-რეგულირების უფლება მიანიჭა. ოთხშაბათს ფინანსური სერვისების სააგენტომ (FSA) იაპონიის ვირტუალური ვალუტის ბირჟების ასოციაციას (JVCEA), რომელიც 16 კრიპტო ბირჟისგან შედგება, „სერტიფიცირებული ბიზნეს ასოციაციის“ სტატუსი მიანიჭა. ამით ამ ასოციაციას ინდუსტრიის შიდა წესების დაწესების უფლება მიეცა.
ამის მიღწევას ის ჯერ კიდევ აპრილიდან მოყოლებული ცდილობს. აგვისტოში ასოციაციამ ფინანსური სერვისების სააგენტოს წერილი მისწერა, რასაც სააგენტოს მხრიდან ამ წერილის ორთვიანი განხილვის პროცესი მოჰყვა.
JVCEA-ს ოფიციალურ ვებსაიტზე წერია:
„აკრედიტაციის მიღების შედეგად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევეცდებით შევქმნათ ციფრული ვალუტების უსაფრთხო ინდუსტრია.“
ასოციაციამ უკვე შეადგინა თვით-რეგულირების წესების ასგვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც საუბარია სხვადასხვა მონეტებისა თუ ბირჟების ფუნქციონირების წესები.