ტრონმა ოქტომბერში სტაბილურობა შეინარჩუნა
ოქტომბრის თვეში ბევრმა ალტკოინმა ფასის სერიოზული შემცირება განიცადა, ეთერიუმი და რიპლი თითო 10%-ზე მეტადაც კი შემცირდა. თითქმის ათთვიანი დაღმავალი ფასის მოძრაობის შემდეგ, მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტა იყო, რომელმაც ოქტომბერი კარგად დაასრულა - ტრონი (TRX).
ტრონის სტაბილურობა მთელი ოქტომბრის განმავლობაში ცოტა უცნაური ჩანს ასეთი მერყევი ვალუტისთვის. ამ წლის დასაწყისში Finder.com-მა მერყეობის სიხშირით შეაფასა ბაზრის მოცულობით პირველი ორმოცდაათი კრიპტოვალუტა. კვლევის შედეგად ტრონი 2018 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ყველაზე მერყევ ვალუტად გამოცხადდა.
ბოლო თვის განმავლობაში კი ტრონმა დოლართან 0.24%-იანი დადებითი ცვალებადობა აჩვენა.
ჯასტინ სანი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს
როგორც აღმოჩნდა, ჯასტინ სანს, ტრონის დამფუძნებელს, პარტნიორობაზე ცრუ განცხადების გაკეთებაში დასდეს ბრალი. CCN-ის ცნობებით, მისი ტვიტერი იტყობინებოდა, რომ ტრონმა ჩინურ ფირმა Baofeng-თან დადო პარტნიორობის ხელშეკრულება.
როგორც აღმოჩნდა, ტრონი მხოლოდ „Cloud computing” კომპანია Baidu-ს კლიენტი იყო და არა პარტნიორი - ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. საინტერესოა ისიც, რომ ტვიტერზე მისი პოსტი ახლა წაშლილია.
წყარო: ccn.com