top of page

ბიტკოინმა შესაძლოა ტემპერატურის 2 ორი გრადუსით მატება გამოიწვიოს?


ბიტკოინი მსოფლიოს პირველი და თანაც ყველაზე დომინანტური კრიპტოვალუტაა. მას საბაზრო კაპიტალიზაციის 50% უკავია. ბიტკოინის შექმნასთან ერთად შეიქმნა კიდევ ერთი ახალი კონცეპცია - კრიპტო მაინინგი. სპეციალური დანადგარის გამოყენებით, მაინერი რთულ მათემატიკურ თავსატეხებს ხსნის და ბიტკოინის ბლოკჩეინზე ბლოკებს ამატებს, რის შედეგადაც ის ბიტკოინებით საჩუქრდება. თუმცა, თუ ბიტკოინი მსოფლიოს „ერთად ერთი ნამდვილი ფული“ გახდება, ამან შეიძლება ტემპერატურის 2 გრადუსით აწევა გამოიწვიოს.

ტემპერატურის მატება

კრიპტოვალუტების მხარდამჭერები გამუდმებით საურობენ იმაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ ბლოკჩეინსა და კრიპტო აქტივებს. თუმცა, ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორი, კამილო მორა, საპირისპიროს საუბრობს. ის ამბობს:


„თუ ეს მართლაც განხორციელდება, ჩვენ მას ვერ გავაკონტროლებთ.“


მისი აზრით, მხოლოდ 25 წელში, ბიტკოინის ფუნქციონირებაზე დახარჯული ელექტრო ენერგია ჰაერის ტემპერატურას 2 გრადუსი ცელსიუსით აწევს.


მორას კვლევაში, რომელიც “Nature Climat Change”-ში ამ კვირაში გამოქვეყნდა, საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა წარმოდგენილი, იმის შესახებ თუ როგორ შეიცვლება ტემერატურა უახლოეს მომავალში. კვლევის თანახმად 2047 წელისთვის ცივი წლები იმაზე ცხელი იქნება ვიდრე უკვე გამოვლილი ცხელი წლები. ავტორი აღნიშნავს, რომ ისინი ბიტკოინის მომავალზე არ სპეკულირებენ.


ბიტკოინი ჯერ საყოველთაოდ მიღებულიც კი არაა


მართალია ბიტკოინ მაინინგი უზადოდ დიდ ელექტრო ენერგიას მოითხოვს, თუმცა მართალია ასევე ისიც, რომ ზემოთ ხსენებული კვლევა დაფუძნებული იმ დაშვებაზე, რომ ბიტკოინი მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტა გახდება. არსებული სტატისტიკის მიხედვის ეს დაშვება სიმართლესთან ახლოსაც კი არაა. 2017 წელს განხორციელებული 314 მილიარდი არანაღდი ტრანზაქციიდან, ბიტკოინს მხოლოდ 0.333% შეიცავდა. თუ კრიპტოვალუტებიც ისევე მალე გახდებიან საყოველტად მიღებულნი, როგორც 20 საუკუნეში სხვადასხვა ტექნოლოგიები გახდნენ, მაშინ მას მთელი მსოფლიოს მოსაცველად კიდევ 100 წელი დასჭირდება.

თუ კონკრეტულად მაინინგზე გავამახვილებთ ყურადღებას, ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლებები ბიტკოინ მაინინგის მაჩვენებლის დასაწევად ტარიფებს აწესებენ და ზრდიან. ჩინეთი, სადაც ბიტკოინების დიდი უმრავლესობის მაინინგი ხდება, ამის მკაფიო მაგალითია.


წყარო: blokt.com

bottom of page