ყველაზე მსხვილი ჰეკის მსხვერპლი რეგისტრაციებს ანახლებს
იაპონური კრიპტობირჟა Coincheck-ი, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ქურდობის მსხვერპლი, ახალი მომხმარებლების დამატებას და აქამდე შეჩერებულ ვაჭრობის სერვისებს ანახლებს.
ტოკიოში დაფუძნებულმა ბირჟამ იანვარში 530 მილიონი დოლარის ღირებულების NEM-ის ვალუტები დაკარგა, როდესაც ჰაკერმა მათ ცხელ საფულეში შეაღწია და თანხა მოიპარა.
როგორც გაირკვა, იაპონელ რეზიდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან KYC-ს (იცნობდე შენს კლიენტს), მაშინვე შეეძლებათ ანგარიშების გახსნა და Coincheck-ზე შემოთავაზებული ოთხი ვალუტით, ბიტკოინით, ბიტკოინ ქეშით, ლაითკოინითა და ეთერიუმით კლასიკით ვაჭრობა. მანამდე ბირჟის მომხმარებლებს მხოლოდ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა შეეძლოთ, ყველა სხვა სერვისი კი დახურული იყო.
სამომავლოდ ბირჟა, რომელსაც მენეჯმენტის ახალი გუნდი მართავს, კიდევ ხუთი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის, რიპლის, NEM-ისა და ლისკის დამატებას აპირებს.
წყარო: ccn.com