ტეზერი აზიაში კვლავ პოპულარული ვალუტაა

Ledger-ი, აპარატურის კრიპტოსაფულეების გამომშვები კომპანია, აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს მყარ მონეტებს (stablecoins - მინიმალურად მერყევი კრიპტოვალუტები) და, ამასთან ერთად, გაზარდოს ტეზერის (USDT) გამოყენებადობა ყველა თავისი პროდუქტისა და სერვისის მეშვეობით. ამჟამად კომპანია ტეზერში გადარიცხვებს მხოლოდ ორი პროდუქციის, Ledger Nano-სა და Ledger Blue-თვის იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტეზერმა ცოტა ხნის წინ დოლარის ფასთან ბალანსი დაკარგა მფლობელების რეზერვებთან დაკავშირებული კითხვების განახლების გამო, ბენჯამინ სუნგი, Ledger-ის ახალი ოპერაციების მენეჯერი განაცხადებს, რომ კრიპტოვალუტა აზიაში მაინც პოპულარული რჩება:
„ერთი რამ, რაც უნიკალურია ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში USDT-ზე მოთხოვნაა, რადგან ორივე ქვეყანას კაპიტალური კონტროლი აქვს ქვეყნიდან ვალუტის გატანის შესაძლებლობაზე.“
სუნგი იმასაც აღნიშნავს, რომ ჩინელ და სამხრეთ კორეელ ინვესტორებს ქარალდის ფულთან შეჭიდული კრიპტოვალუტებითა ან აქტივებით ვაჭრობა ბევრად ურჩევნიათ.
წყარო: coindesk.com