top of page

"2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი  250 000$-მდე აიწევს"


შენიშვნა: სტატია აღებულია dailyhodl.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. გირჩევთ ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ მხოლოდ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებით.

ბიტკოინ მილიარდერ ტიმ დრაპერს სჯერა, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250 000$-მდე აიწევს.


ლოს ანჯელესში ჩატარებულ კრიპტო სამიტზე დრაპერმა AMTV-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას თავისი პროგნოზის სჯერა, დიდწილად იმიტომ, რომ ბიტკოინი ქაღალდის ფულისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ბუნებისგან თავისუფალია.


„ახლა 86$ ტრილიონი პოლიტიკური ვალუტა არსებობს. მათ ქაღალდის (fiat) ფულს ეძახიან, მაგრამ ის პოლიტიკურია. მე მჯერა, რომ ამ ვალუტებს ნელ-ნელა უკეთესი ვალუტა ჩაანაცვლებს, რომელიც იქნება გლობალური, დეცენტრალიზებული, მიუკერძოებელი და საერთოდ უკეთესი ბუნების ვალუტა. ბიტკოინი ზუსტად ასეთი ვალუტაა.“


ამ აზრს ShapeShift-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ ვორჰესიც იზიარებს:


დრაპერის თანახმად, კირპტოვალუტა და ბლოკჩეინ ტექნოლოგია ტრადიციული ვალუტის ჩანაცვლებაზე ბევრად მეტს გააკეთებს. მას სჯერა, რომ ისინი სახელმწიფოების მიერ ბიზნესის წარმოების ხერხსაც კი შეცვლიან.


„ვფიქრობ, რომ თუ ყველა ამ ტექნოლოგიას გავაერთიანებთ, ხელისუფლება რადიკალურ ტრანსფორმაციას ვერ გადაურჩება. ჩვენ გვაქვს მონეტა, რომელიც დეცენტრალიზებული და გლობალურია. ეს მონეტა იდეალურ ქსელზეა განთავსებული, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ის არ საჭიროებს არანაირ სპეციფიკურ აღრიცხვას, რადგან ეს უკვე ავტომატურადაა გაკეთებული.


ამას ემატება გონიერი კონტრაქტებიც. ეს კონტრაქტები ქსელშია ჩაშენებული, ამიტომ მიცემული ბრძანება ყოველთვის სრულდება. დაფიქრდით რას აკეთებს ბიუროკრატი. ჩვენ მთელი ბიუროკრატიის ჩანაცვლება გონიერი კონტრაქტებით, ხელოვნური ინტელექტითა და ბლოკჩეინით შეგვიძლია.“


წყარო: dailyhodl.com

bottom of page