top of page

მსოფლიოს პირველი ბლოკჩეინ სატელეფონო ზარი


Pundi X-ი კრიპტო ინდუსტრიაში პრეცენდენტების დაშვებას კვლავ აგრძელებს. მათ ახლახანს განაცხადეს „მსოფლიოს პირველი ბლოკჩეინ სატელეფონო ზარის“ შესახებ, რომელიც მათი ბლოკჩეინზე დაფუძნებული მობილურის, XPhone-ის, მეშვეობით განხორციელდა. Pundi-ს თქმით, ეს მობილური ცენტრალური სატელეფონო სერვისების პროვაიდერის გარეშე იფუნქციონირებს.


ამასთან ერთად, კომპანიამ სხვადასხვა აპლიკაციების დონეების შესახებაც განაცხადა, რომლებიც ხსენებულ მობილურს ექნება. მათ შორისაა ახალი ბლოკჩეინი, Function X (F(X)). მათ თანახმად, ეს ეკოსისტემა ყოველი აპლიკაციის, ვებ-გვერდისა და საკომუნიკაციო მონაცემების დეცენტრალიზებას ემსახურება.


მეტი ვიდრე უბრალო ტელეფონი - „სრულიად დეცენტრალიზებული მობილური“


კომპანიამ FXTP პროტოკოლისა და F(X) დოკერის შესახებაც განაცხადა. ეს იმას უნდ ნიშნავდეს, რომ ის ამ ეკოსისტემის გაშვებას, როგორც საჯაროდ, ასევე დოკერის სისტემაშიც აპირებს.


Pundi სტანდარტიზირებული HTTP ინტერნეტის პროტოკოლის თავიანთი FXTP პროტოკოლის სასარგებლოდ გამოყენებას აპირებს. Pundi-ს ყოველი მობილური ერთი ნოდია.


კომპანიის თქმით:


„ჩვენი დეცენტრალიზებული ინტერნეტის პროტოკოლი ყველანაირი ხარვეზის გარეშე კომუნიკაციის დამყარებისა და სხვების მიერ გაზიარებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს.“


წყარო: cryptoglobe.com

bottom of page