top of page

კრიპტოვალუტები გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას არ ემუქრება


ოთხშაბათს, Financial Stability Board (FSB)-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტები გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას არ ემუქრება, თუმცა კრიპტო ბაზრების კონტროლი მაინც აუცილებელია.


"საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ თვალ-ყური უნდა ვადევნოთ"


ანგარიშში FSB, რომელიც ცენტრალური ბანკების ცენტრალური ბანკის მიერაა გამყარებული, ამბობს, რომ კრიპტოვალუტები გადახდის საშუალებად, ღირებულების შესანახად, თუ თვლის ერთეულად არ გამოდგება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტები დაბალ ლიკვიდურობას და მაღალ ცვალებადობას განიცდის.


რომ შევაჯამოთ, ანგარიშში წერია:


„ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კრიპტო აქტივები გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას არ ემუქრება. თუმცა, საჭიროა მათი კონტროლი, რადგან, თუ კრიპტო აქტივების გამოყენების რიცხვი კიდევ გაიზრდება, ეს უკვე ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს.“


FSB ამბობს, რომ ეს ფინანსური ინსტიტუციებისა და რეგულატორების თავდაჯერებულობასა და რეპუტაციას დააზიანებს.


ერთ-ერთი ექსპერტის თანახმად:


„FSB-ის წევრებმა კრიპტო აქტივების მიმართ მრავალი რეგულატორული ქმედება განახორციელეს. სახელმწიფო მოსახლეობას იმ დიდი რისკის შესახებ, რომელსაც კრიპტო აქტივებში ინვესტირება შეიცავს, განუწყვეტლივ აფრთხილებს, თუმცა, ამასთან ერთად ის ბლოკჩეინის პოტენციალის შესახებაც საუბრობს. ამ ქმედებებით ისინი ინოვაციას ერთგვარ ფილტრში ატარებენ - აღმოფხვრავენ რისკის შემცველ და საშიშ ნაწილებს, სასარგებლოს კი ტოვებენ და ავითარებენ.“


წყარო: ccn.com

bottom of page