top of page

ჰარვარდი, სტენფორდი და MIT კრიპტო ფონდებში დებენ ფულს


როგორც იქნა, კიდევ ხუთმა უნივერსიტეტმა ჩადო ფული კრიპტოვალუტების ფონდებში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორებიც საბოლოოდ ჩაერთვნენ ამ ახალ აქტივების კლასში.

The information-ის თანახმად, მსხვილმა ინსტიტუციებმა, როგორებიცაა ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, დარტმაუთის კოლეჯი და ჩრდილოეთ კეროლინის უნივერსიტეტი, ერთ კრიპტო ფონდში მაინც ჩადეს ინვესტიცია.

ანონიმური წყარო იტყობინება, რომ მათ ათობით მილიონი დოლარი გადარიცხეს ამ ფონდებში, რომლებიც, თავის მხრივ, არსებულ კრიპტოვალუტებსა და კრიპტო კომპანიების წილებში აბანდებენ ფულს.

ამას გარდა, CCN-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ Yale-ის უნივერსიტეტმა, ჰარვარდის შემდეგ ყველაზე მსხვილმა ინსტიტუტმა, 29.4 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებიდან ნაწილი ორ კრიპტო ფონდში ჩადო, რომელთაც ანდრესენ ჰოროვიცი და პარადიგმი მართავენ.


ჯონ ვიქტორის, The information-ის ჟურნალისტის, განცხადებით, უნივერსიტეტებისგან ასეთი ნაბიჯი პირდაპირ კრიპტოვალუტებზე სანაძლეოს ჩამოსვლას ნიშნავს და ინვესტორების მიდგომის შეცვლაზე მიუთითებს. მისი აზრით, ასეთი ქმედება კრიპტოვალუტების მიმართ მეტ ნდობას გამოიწვევს.


წყარო: ccn.com

bottom of page