top of page

როჯერ ვერმა შეიძლება BCH-ზე დაფუძნებული ბირჟა გაუშვას


კრიპტო ინსაიდერმა, როჯერ ვერმა, შეიძლება მალე ახალი კრიპტოვალუტის პლატფორმა გაუშვას. მოცემული პლატფორმა დაფუძნებული იქნება ბიტკოინ ქეშზე, რომელსაც ვერი სახალხოდ უჭერს მხარს და მუდმივად უწევს რეკლამირებას. ინფორმაცია ახლახანს Bloomberg-მა გაავრცელა.

ახალი ბიტკოინ ქეშის ბირჟა

ბიტკოინ ქეშზე ორიენტირებული ახალი ბირჟა მომდევნო თვისთვის შესაძლოა უკვე მიმოქცევაში იყოს. ბლუმბერგთან ინტერვიუში, როჯერ ვერმა განაცხადა, რომ მას ახალი კრიპტო ბირჟის შექმნა სურს უახლოეს მომავალში. ვერი არის Bitcoin.com-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და ბიტკოინ ქეშის ძლიერი მხარდამჭერი. ამ საკითხთან დაკავშირებით, მან განაცხადა:

„თუ ამას ჩვენითვე შევქმნით, მაშინ ძალიან იაფი დაგვიჯდება და ზუსტად იმას მივიღებთ, რაც გვინდა.“

ვერის აზრით, მარტივი იქნება ამ ყველაფრის ორგანიზება. მისი თქმით, ბიტკოინ ქეში მთავარი კრიპტოვალუტა იქნება მოცემულ პლატფორმაზე. ეს კი არ იყო მოულოდნელი, რადგან როგორც ვერი, ასევე Bitcoin.com-იც ბიტკოინ ქეშს მრავალმხრივ უწყობენ ხელს.

ბიტკოინ ქეში ბიტკოინის მყარი ორკაპია (hard fork), რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გამოვიდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ბიტკოინი ვერ პოულობდა საერთო გამოსავალს ბლოკის ზომის პრობლემასთან დაკავშირებით. ბიტკოინის დეველოპერები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ თემაზე, ბიტკოინ ქეშის მხარდამჭერებმა კი უფრო დიდ ბლოკებზე მუშაობა გადაწყვიტეს.

ამავე დროს, ვერმა განაცხადა, რომ ბირჟა Bitcoin.com-ზე გაპიარდება, სადაც ყოველ დღე ასობით ახალი მომხმარებელი შემოდის.

ამ მომენტისთვის, ბაზარზე ბიტკოინი ყველაზე ძვირადღირებული ციფრული ვალუტაა. წერის მომენტში, ერთი ბიტკოინის ფასი $6,300-ია, ბიტკოინ ქეში კი 7.85 მილიარდი დოლარით, ბაზარზე მოცულობის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებს.

წყარო: usethebitcoin.com

bottom of page