ICO, რომელმაც SEC-ის ნებართვა გააყალბა
ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გამოაცხადა, რომ მათ სასწრაფო სასამართლო სხდომა მოაწყეს ერთ-ერთი ICO-ს წინააღმდეგ, რომელიც მათგან რეგულატორულ ნებართვას აყალბებდა.
საჩივრის თანახმად, Blockvest LLC და მისი დამფუძნებელი, რეჯინალდ ბადი რინგგოლდი, პოტენციურ ICO ინვესტორებს ეუბნებოდა, რომ კომპანია SEC-თან „დარეგისტრირებული“ იყო და მათგან ნებართვა ჰქონდა მიღებული სხვა რეგულატორებთან ერთად. მისი ეს განცხადება სინამდვილეში ტყუილი იყო.
ამონარიდი საჩივრიდან:
„Blockvest-ი და რინგგოლდი ირწმუნებიან, რომ მათი ICO ‘დარეგისტრირებულია’ და ’ნებადართული’ SEC-ისა და სხვა რეგულატორების მიერ. ისინი იმდენად შორსაც კი მიდიან, რომ SEC-ის ბეჭედს იყენებენ თავიანთი შეთავაზების რეკლამირებისთვის. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება: SEC-ს არანაირი გზით არ დაუდასტურებია და არც ვერიფიკაცია მიუცია ICO-სა და მისი წარმომადგენელი პირებისთვის.“
SEC-ს რომ დროზე არ აღმოეჩინა დანაშაული, რინგგოლდი ლოს ანჯელესის კონფერენციაზე აპირებდა გამოსვლას და, სავარაუდოდ, ამის შემდეგაც გააგრძელებდა თავის ICO-ში ხალხის მოზიდვას.
წყარო: ccn.com