top of page

Binance კრიპტოვალუტების განთავსების საკომისიოს ქველმოქმედებას ახმარს


8 ოქტომბერს CCN-მა განაცხადა, რომ ბინანსი, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების ბირჟა, კრიპტოვალუტების განთავსების საკომისიოს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავს.

ინვესტორებისა და ვაჭრების უმეტესობის რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ დადებითი იყო, მაგრამ ზოგიერთმა ბირჟა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი წარსულში ძალიან მაღალ საკომისიოს იღებდნენ.

მცირე ზომის კრიპტოვალუტების დამფუძნებლები ამბობდნენ, რომ ბინანსმა მათ 400 ბიტკოინის ოდენობის საკომისიო მოსთხოვა თავიანთ პლატფორმაზე განთავსებისთვის.

როდესაც CCN ბინანსის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს ესაუბრა, მან განაცხადა, რომ 400 ბიტკოინი „მოგონებული რიცხვი“ იყო და რომ მათ კონკრეტული რიცხვი პროექტებისთვის არასდროს დაუსახელებიათ.

„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, ჭორი და FUD (შიში, გაურკვევლობა, ეჭვი) იყო პლატფორმაზე განთავსების საკომისიოებთან დაკავჭირებით. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს საზოგადოებაზე და გვინდა ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი.“ - განაცხადა ჟაომ.

მან დაამატა, რომ ბინანსი არ იღებს განთავსების საკომისიოს პროექტებისგან, რომლებიც განცხადებას ავსებენ. ბირჟამ უკვე დაამატა ბევრი ისეთი კრიპტოვალუტა, რომელთაც არანაირი საკომისიო არ გადაუხდიათ, რათა კომპანიას საოპერაციო ხარჯები დაეფარა. ამას გარდა, ბინანსი დიდად არც არის მოხიბლული იმ პროექტებით, რომლებიც მაღალ გადასახადს სთავაზობენ, რადგან ამით კომპანიას მათ ლეგიტიმურობაში ეჭვი ეპარება.

2018 წლის პირველ კვარტალში ბინანსმა 200 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება ნახა, რისი ძირითადი ნაწილიც ვაჭრობის საკომისიოებიდან მოდიოდა.

ბინანსის ამბიციური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კრიპტოვალუტებისგან მიღებული საკომისიოები საჯაროდ გადაურიცხონ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ყველა სხვა მსგავსი კომპანიისთვის საკამოდ კარგ მაგალითია. ჟაოს თქმით, ის იმედოვნებს, რომ სხვა ბირჟებიც მას მიჰყვებიან და მსგავს მეთოდს დანერგავენ.

„მათ ბევრი რამ გადაიღეს ჩვენგან, ამ მიდგომის გადაღება კი ძალიან კარგი იქნება. ქველმოქმედებაში კონკურენცია არ არსებობს.“ - განაცხადა მან.

წყარო: ccn.com

bottom of page