top of page

პრემიერ მინისტრი საქართველოში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვის თაობაზე


WSJ Frontiers-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ წამოწყებამ გაამართლა და საოპერაციო ხარჯების საგრძნობლად შემცირება გამოიწვია:


"მართლაც საოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენ 30%-ით შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები და გავზარდეთ პროდუქტიულობა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჯანდაცვისა და განათლების გადაყვანას ციფრულ ტექნოლოგიებზე - ორივე სექტორში გამოყენებული იქნება ბოლკჩეინი. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და კონცეფციას შეუძლია მთავრობისა და საჯარო უწყებების მიერ მიწოდებული მომსახურების დონის საგრძნობლად გაზრდა. ვცდილობთ, ამ ტექნოლოგის დანერგვა-განვრცობას ყველა ძირითად სფეროში."


როგორც ჩანს, საქართველო ახალი ტექნოლოგიის იმპლემენტირებას კვლავ განაგრძობს და დადებით შედეგებს ელოდება.


წყარო: imedinews.ge

bottom of page