top of page

XRP შეიძლება ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კრიპტოვალუტა გახდეს


რიპლის მხარდამჭერებმა ახლახანს განაახლეს პეტიციის შედგენა, სადაც ითხოვენ, რომ XRP 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კრიპტოვალუტა გახდეს. ამ პეტიციის შედგენა მათ ათი თვის წინ დაიწყეს, თუმცა ის მხოლოდ წინა კვირის ბოლოს გამოცოცხლდა. ამ სტატიის წერისას პეტიცია უკვე 10 000 ხელმოწერას აღწევდა.


გაუგებარია ეს პეტიცია ოლიმპიური თამაშების რეკლამირების კომიტეტისთვისაა განკუთვნილი თუ რიპლის გუნდისთვის, თუმცა პეტიციის ავტორმა, კენ ტაკაჰაშიმ, ამ წამოწყებას მკაფიო მიზანი დაუსახა - XRP ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კრიპტოვალუტა გახდეს.

კრიტოვალუტების ათვისება

ეს XRP-თვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა მისი გაყიდვები ჯერ კიდევ ბევრად ჩამორჩება მის კონკურენტებს. ის სხვა კრიპტოვალუტებისგან, მაგალითად, დეშისა და ბიტკოინ ქეშისგან, განსხვავებით, არაა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვაზე ორიენტირებული, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ის მართლაც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კრიპტოვალუტა გახდეს.


ოფიციალური მხარდაჭერის გარეშეც ნათელია, რომ კრიპტო ორგანიზაციებსა და დეველოპერთა ჯგუფებს მსგავსი საერთაშორისო მოვლენებში ჩართვა შეუძლიათ. მეტიც, ასეთი მოვლენები დიდად შეუწყობს კრიპტოვალუტების ათვისებას ხელს.

წყარო: www.cryptoglobe.com

bottom of page