რა არის მონერო?
სტატია ეკუთვნის ლინდა ხის.
მონეროს ვებ-გვერდის მიხედვით, „მონერო არის დაცული, კონფიდენციალური ვალუტა, რომლის ტრანზაქციებისთვისაც კვალის მიდევნება შეუძლებელია.“ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ბიტკოინიც იგივე თვისებების მატარებელია, მაგრამ ბიტკოინი უსარგებლოა, როცა საქმე კონფიდენციალურობას ეხება. მონერო არის ციფრული ვალუტა, რომელიც სხვა სახის კრიპტოგრაფიას იყენებს, რაც მას უნიკალურ თვისებებს სძენს. მოცემული ცხრილი ნათლად გამოსახავს სხვაობას მონეროსა და ბიტკოინს შორის:
შედარება
გავრცელებულია არასწორი შეხედულება, თითქოს ბიტკოინის ტრანზაქციების კვალის პოვნა შეუძლებელია. ცნობილია, რომ ყოველი ბიტკოინ ტრანზაქცია შესაძლოა ვნახოთ საჯარო დავთარზე, რომელსაც ბლოკჩეინი ჰქვია. ეს საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან ტრანზაქციების დადასტურება მარტივი და ხელსაყრელია მათთვის, ვისაც სრული გამჭვირვალობა სჭირდება.
მონერო განსხვავდება ბიტკოინისგან, რადგან მისი, როგორც ციფრული ვალუტის, მთავარი აქცენტი კონფიდენციალურობისკენაა მიმართული. მონერო იყენებს სხვა ტიპის ტექნოლოგიას, რომელიც შეუძლებელს ხდის ბალანსის და წარსული ტრანზაქციებიხს შემოწმებას. ბიტკოინის შემთხვევაში, ყველას შეეძლება ნახოს თქვენი ტრანზაქციების ისტორია და ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინში სახელები ანონიმურია, თუ ვინმე გაასაჯაროებს საკუთარ ანგარიშს, ყოველი წინა და მომავალი ტრანზაქცია მის სახელთან იქნება ასოცირებული. ბიტკოინის მფლობელის დადგენა მხოლოდ ანგარიშის გასაჯაროებით არ არის შესაძლებელი. თქვენი ტრანზაქციები ცნობილ მისამართებთან შესაძლოა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დადგინდეს ვინ ხართ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ბალანსი და ტრანზაქცია, რომელიც ასოცირებულია ვიკილიქსის შეწირულობის მისამართზე.
ზოგ კომპანიას სურს, რომ საკუთარი ტრანზაქციების ისტორია გამჭვირვალე იყოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ამ ინფორმაციის დამალვას ისურვებდნენ. ფინანსური კონფიდენციალურობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მონერო აფასებს ამას და ორიენტირებულია თქვენი პირადი ინფორმაციის და ტრანზაქციების ისტორიის დაცვაზე.
ტექნოლოგია
ტექნოლოგიურ დეტალებს სიღრმეში რომ არ ჩავყვეთ, მონერო ბეჭდური ხელმოწერების მეშვეობით შეუძლებელს ხდის ტრანზაქციებისათვის თვალყურის მიდევნებას. ის ერთმანეთში ურევს სხვა და სხვა ინდივიდების ტრანზაქციებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ვერავინ დაადგინოს გამგზავნის და მიმღების მისამართები. მონერო ბალანსს მალავს საიდუმლო მისამართებით, რომლებიც ერთჯერადია და ვერ იქნება საჯარო მისამართთან ასოცირებული.
მონეროში ასევე არსებობს „დახარჯვის გასაღები“ და „ნახვის გასაღები“, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, კონკრეტული ინდივიდებისთვის ტრანზაქციის დეტალები ხილვადი გახადოს. არჩევითი გამჭვირვალობა გამოსადეგია აუდიტისა და საგადასახადო ხარჯების დასათვლელად. ორი გასაღების არსებობა, შესაძლებელს ხდის მესამე პირისთვის ტრანზაქციის დეტალების გაცნობას ისე, რომ მათი დახარჯვა შეუძლებელი იყოს.
გუნდი
მონეროს ძლიერი დეველოპერთა გუნდი უდგას სათავეში, რომელთაგან 5 უცნობია, ხოლო ორი ცნობილი - რიკარდო პაგანი და ფრანჩესკო კაბანასია. მონერო განვითარების გზას ადგას და ყოველ 6 თვეში ერთხელ ახალ მახასიათებლებს სთავაზობს მომხმარებელს.
წყარო: medium.com