top of page

კოინბეიზის კარი ალტკოინებისთვისაც გაიხსნა


კოინბეიზი, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების მიღებასთან დაკავშირებით ტრადიციულად ძალიან თავშეკავებული ყო, თავის მიდგომას ცვლის. ბირჟამ ახლახანს ალტკოინების დამატება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ის აქტივებიც, რომლებიც დააკმაყოფილებენ კოინბეიზის მოთხოვნებს, მომავალში ამ ბირჟაზეც გამოჩნდებიან.


კოინბეიზი მსოფლიოში ყველაზე ფრთხილი კრიპტო ბირჟაა. ის მხოლოდ ხუთ კრიპტოვალუტას, BTC-ს, BCH-ს, LTC-ს, ETH-ს, ETC-ს იღებს. ამიტომაც მოულოდნელი იყო, როდესაც მან თავისი პოლისი შეცვალა და სხვადასხვა ალტკოინების განხილვა დაიწყო.


კოინბეიზი თავის ოფიციალურ ბლოგში ამბობს:


„ჩვენ ახალი აქტივების მიმართ ჩვენი მიდგომა შევცვალეთ. დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ პროცესს, რომელიც ბირჟაზე ახალი ციფრული აქტივების განთავსებაში დაგვეხმარება.“


მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კრიპტო ბირჟის ახალი ხანა


კოინბეიზი უნიკალური ბირჟაა, რომლის გადაწყვეტილებებსაც, მათ შორის Wikileaks-ის ანგარიშის გათიშვას და coin mix-ებში გატარებული დეპოზიტების აკრძალვას, დადებითი შედეგები არ მოყოლია. იმაზე არავინ არ დაობს, რომ მის გადაწყვეტილებებს მთელს კრიპტო სივრცეზე აქვ გავლენა.


აგვისტოში ბირჟამ განაცხადა, რომ ის რამდენიმე ალტკოინის, მათ შორისაა ZRX, BAT, XTZ, მიღებას აპირებს. იმისდა მიუხედავად, რომ კოინბეიზს არ დაუკონკრეტებია, თუ რა კრიტერიუმით არჩევს ალტკოინებს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კრიტერიუმი დეცენტრალიზებაა.


წყარო: news.bitcoin.com

bottom of page