top of page

ეთერიუმის დიდი გამყინვარება (ნაწილი II)


რატომ იყენებენ სირთულის ბომბს?

როგორც ზემოთაა ხსენებული, „სირთულის ბომბი“ მაშინ ამოქმედდება, როდესაც ეთერიუმი PoW-იდან კასპერის PoS სისტემაზე გადავა. ეს ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინს მყარი ორკაპი დასჭირდება. კასპერის იმპლემენტაციის შემდეგ, ორი ეთერიუმის ქსელი გაჩნდება. ძველი ქსელი გამოიყენებს PoW-ს, ხოლო ახალი PoS-ს.

ყოველი მყარი ორკაპი ატარებს იმის რისკს, რომ მაინერები არ გადავლენ ახალ ბლოკჩეინზე და ძველის მაინინგს გააგრძელებენ. სწორედ ეს მოხდა ეთერიუმის მყარი ორკაპისას 2016 წელს, როდესაც DAO ჰაკის შემდგომ ეთერიუმი გაიყო და ზოგმა მომხმარებელთა ახალ ბლოკჩეინზე გადასვლაზე უარი თქვა. ახალ ქსელს ეწოდა ეთერიუმი, ხოლო ძველს - ეთერიუმ კლასიკი.

ასეთი რამის გამეორებისგან თავის დასაცავად, ეთერიუმის დეველოპერებმა შექმნეს „სირთულის ბომბი“, რომელიც მაინერებს კასპერის PoS ბლოკჩეინზე გადასვლას აიძულებს. PoW მაინინგი იმდენად გართულდება, რომ მაინერებისათვის ამ სივრცეში მუშაობა მომგებიანი აღარ იქნება.

2015 წლის აგვისტოს ეთერიუმის მაშინდელი კომერციული დირექტორის, შტეფენ ტაულის, ბლოგით ვიღებთ დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ შეიქმნა სითულის ბომბი:

“მრავალ თქვენგანს გაინტერესებდათ, როგორ შევასრულებდით PoW-იდან PoS-ზე გადასვლის პროცესს. ამას გავუმკლავდებით ახლად შემოტანილი, სირთულის მარეგულირებელი სქემით, რომელიც უზრუნველყოფს ელეგანტურ მყარ ორკაპს 16 თვეში ... ეს ასე იმუშავებს - 200 000 ბლოკის შემდეგ სირთულე ეტაპობრივად გაიზრდება, რაც ერთი წლის შემდეგ გახდება შესამჩნევი. ამ დროისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება ბლოკის რეზოლუციის დრო.“

ეთერიუმის გუნდის გეგმების განხორციელება საკმაოდ გადაიდო. ამის მიზეზი ისაა, რომ სირთულის ბომბის ამოქმედება პირდაპირ კავშირშია კასპერის სისტემის შექმნასთან. კასპერის სისტემის შექმნა კი რამდენჯერმე გადაიდო ბოლო წლების განმავლობაში, შესაბამისად ბომბის ამოქმედების დრომაც გადაიწია.

უახლესი ამბები სირთულის ბომბზე

სირთულის ბომბი ბოლო თვეების განმავლობაში განხილვის ხშირი საგანი იყო, იმიტომ რომ მისი ამოქმედება 2019 წელს იყო დაგეგმილი. ეთერიუმის გუნდმა განაცხადა, რომ კასპერი ისევ არ იქნება მზად, შესაბამისად, ბომბის ამოქმედების დრომაც გადაიწია.

ეთერიუმის მყარი ორკაპი, სახელად კონსტანტინოპოლი, 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ეს ორაკპი წარმოშობს შემცირებული აქტივობის PoS-ს რომელიც არსებულ PoW მაინინგ ალგორითმთან ერთად იარსებებს, სანამ კასპერის დასრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც წესით 2019 წელს უნდა შედგეს (თუ ვივარაუდებთ, რომ კასპერის დასრულება აღარ გადაიდება).

დაუსრულებელი კასპერით და ეთერიუმის სირთულის ბომბით, რომელიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, ეთერიუმს მხარდამჭერმა საზოგადოებამ შესთავაზა კონსტანტინოპოლის განახლება, რომელიც გადადებს ბომბის ამოქმედებას და პასუხს გასცემს პრობლემატურ კითხვებს.

მხარდამჭრთა შეთავაზება მიმართული იყო მომავალი სირთულის ბომბზე. საპასუხოდ, 31 აგვისტოს ეთერიუმის დეველოპერთა ჯგუფმა წარმოადგინეს EIP1234, რომელიც სირთულის ბომბს 12 თვით გადადებს, ამავდროულად ბლოკზე მაინინგის ჯილდო შემცირდება სამიდან ორ ეთერიუმამდე. გადადება, იმედია, ეთერიუმის ჯგუფს საკმარის დროს მისცემს იმისათვის, რომ დაასრულონ კასპერი, რადგან მაინინგი გამარტივდება შემცირებული ჯილდო გააკონტროლებს ბლოკების დამატების სიხშირეს.

მაინინგის ჯილდოს შემცირება მნიშვნელოვანი იქნება ეთერიუმის ინფლაციისთვისაც. სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, ეთერის რაოდენობას ზედა ზღვარი არ აქვს. ეს ეთერს ინფლაციის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

კონსტანტინოპოლით ჯილდოს შემცირებამ, სავარაუდოდ, 7.4% ინფლაცია უნდა გამოიწვიოს. ბიტკოინის ინფლაცია 4.25%-ია. მაინინგის ჯილდოს 3 ეთერიდან ორამდე შემცირება ეთერიუმის ინფლაციის დონეს სხვა მონეტების ინფლაციის დონესთან უფრო მეტად გაათანაბრებს და მაინინგ ჯილდოც ქსელის ღირებულებას უკეთ ასახავს.

წყარო: cryptoglobe.com

bottom of page