top of page

ქოინბეისს მონაცემთა ახალი ვიცე პრეზიდენტი ჰყავს!


ამერიკაში დაფუძნებულმა კრიპტო ბირჟამ, ქოინბეისმა, მონაცემთა ახალი ვიცე პრეზიდენტი მაიკლ ლი დანიშნა.

მონაცემები ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მარკეტინგისათვის, ასევე მენეჯმენტისა და დაცვისთვის. მონაცემთა ეკონომიკა შემდეგ დიდ ნაბიჯადაა მიჩნეული ინტერნეტის აღზევებაში. .com-ის ბუმისას, მონაცემთა მართვა, მონაცემთა გამკლავება და მონაცემთა ჩანაცვლება უმნიშვნელოვანესი იქნება ყველა ტექნოლოგიური კომპანიისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქოინბეისის მსგავსი ფირმები მათ გასაძღოლად მონაცემთა ბუმის დროს ნიშნავენ გამოცდილ ადამიანებს. როგორც რკინის ხანაში იყო რკინა და გამყინვარების ხანაში ყინული, მონაცემთა ხანას აქვს მონაცემები, აქედან გამომდინარე, სანამ გვიანი არაა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია მათზე მუშაობა.

ვინ არის მიჩელ ლი?

რა თქმა უნდა, ქოინბეისი ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე არ დანიშნავდა უბრალოდ ვიღაცას. ლის მიმართ მოლოდინია, რომ ის კომპანიას ინოვაციურ განვითარებას და ექსპერტიზის მაღალ დონეს მოუტანს. ლი ამ პოზიციაზე დანიშვნამდე მართავდა ლინკდინის მონაცემებს, რა დროსაც ის კომპანიას გაუძღვა მონაცემთა დამუშავების ახალი მიმართულებისაკენ. ლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩემი პროფესიონალური კარიერა ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, შთამეგონებინა მონაცემების მქონე ხალხი, იქნებოდნენ ისინი ფინანსური სერვისებიდან, ინტერნეტ კომერციიდან თუ სოციალური მედიებიდან და ახლა უკვე კრიპტოვალუტებიდან და ბლოკჩეინიდანაც.

რა თქმა უნდა, ლის სჯერა ქოინბეისის მომავლის ხედვის და ზოგადად, კრიპტოვალუტების:

„მონაცემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ქოინბეისის მისიისთვის და კომპანიის ძირეული სტრატეგიისთვის, მომხმარებელს ყველაზე სანდო და ადვილად გამოყენებადი კრიპტო ვალუტები და სერვისები შესთავაზონ. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ შემიძლია ეს გამოწვევა და დასაფასებელი როლი გამოვიყენო იმისთვის, რომ დავიწყო ჩემი კარიერის ახალი ეტაპი. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ არსებულ სწავლებად მანქანებსა და ხელოვნურ ინტელექტს და ასევე შევქმნით ბლოკჩეინის გამოსაყენებელ ინოვაციურ მექანიზმებს, რათა არ ჩამოვრჩეთ მუდმივად ცვალებად ინდუსტრიულ ლანდშაფტს. მოუთმენლად ველი კომპანიის კრიპტო ინდუსტრიაში მონაცემთა გამოყენებით ლიდერის პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობას.

თუმცა, ქოინბეისის ახალი განცხადება არ ნიშნავს, რომ ის უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეიცვლება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კომპანია ორიენტირებულია ინოვაციებზე და მომავალზე.

წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page