რიპლმა ახლო აღმოსავლეთის საბანკო გიგანტთან ხელშეკრულება გააფორმა
ცამეტ სექტემბერს რიპლმა განაცხადა, რომ 2018 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის საუდის არაბეთის ეროვნული კომერციული ბანკი (NCB) რიპლნეთის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
რიპლნეთის მეშვეობით NCB მთელი მსოფლიოს ფინანსურ ინსტიტუციებთან კავშირის გაუმჯობესებას აპირებს. ამასთან ერთად, ბანკის მომხმარებლები უფრო სწრაფ და გამჭვირვალე გადახდის სერვისებს მიიღებენ.
NBC თავისი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გამოცდას სინგაპურში არსებულ ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობაში აპირებს. ამის შემდეგ კი, ის რიპლნეთს ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში გამოიყენებს.
რიპლი თავის პოსტში ამბობს, რომ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფინანსურ ინსტიტუციებთან კონტაქტის დახმარებით NBC-ის მომხმარებლებს ისეთი სწრაფი და ეფექტური სერვისების მიღება შეეძლებათ, რომლებზეც აქამდე წვდომა არ ჰქონიათ.
რიპლნეთის დიდი წარმატება
რიპლისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან საუდის არაბეთი გადარიცხვების მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუბიექტია. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყენებულ 2016 წლის გადარიცხვათა მაჩვენებლებში, 37$ მილიარდი საუდის არაბეთზე მოდიოდა.
რიპლი ამბობს: „NBC-ზე დამოკიდებული მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები და კორპორაციები უფრო სწრაფ, გამჭვირვალე და ეფექტურ გადარიცხვებს განახორციელებენ, რის შედეგადაც ისინი თავიანი ბიზნესის ზრდასა და სტაბილურობაში დიდ წინსვლას ნახავენ.“
წყარო: blokt.com