top of page

მონეტათა კლასიფიკაცია


სტატია ეკუთვნის ვიქტორ ბუნინს.

მონეტები შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ. ყველაზე ძველი და, შესაძლოა, ყველაზე მარტივი ციფრული მონეტის მაგალითია ბიტკოინი. ბიტკოინს ხშირად ციფრულ ოქროს ან ციპრულ ფულს უწოდებენ - მაგრამ რომელია ამ ორიდან? რა ანიჭებს მას ფასს? როგორ მუშაობს? ამ ყველაფრის გარკვევა საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ დიდი დრო მიაქვს. საბოლოო ჯამში, ამდენად სიღრმისეული ცოდნა არ არის საჭირო, რათა გავარკვიოთ, როგორი ტიპის მონეტები არსებობს.

მონეტებს უამრავი ნიუანსი განასხვავებთ ერთმანეთისგან: სტრუქტურა, მმართველობის ტიპი, ეკვივალენტურობა და სხვა. ეს სხვაობები მათ სხვა და სხვა გვარ კლასიფიკაციას იწვევს, ზუსტად ისე, როგორც ბიოლოგები ყოფენ ცხოველთა სამყაროს. მონეტების დიზაინერები ახლა პოულობენ და ყოფენ ახლად გაჩენილ მონეტებს.

მონეტები იყოფა ორ კატეგორიად: ეკვივანტელურად და არაეკვივალენტურად

ეკვივალენტურ მონეტებს ხშირად ადარებენ ნაღდ ფულს, არ აქვს მნიშვნელობა კუპიურის ნომერს, მთავარია მისი ღირებულება.

არაეკვივალენტური მონეტები კი უნიკალურია. ყოველი მონეტა ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც ფრენის ბილეთი, რომელზეც დრო, მიმართულება და ფრენის კოდი აწერია. როგორც შეიძლება ბილეთის გაცვლა, ისე შეიძლება არაეკვივალენტური მონეტის გაცვლა, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, ვისაც ბილეთს თქვენთვის სასურველ ბილეთში გაუცვლით.

როგორ გამოიყენება ეკვივალენტური და არაეკვივალენტური მონეტები

ეკვივალენტური მონეტები კარგია რეგულარული ტრანზაქციებისთვის. ჩემი და ვატოს ბიტკოინი ეკვივალენტურია მახასიათებლებით და ერთი და იგივე ფუნქცია და ღირებულება აქვს. ყველა ERC-20 მონეტა ეკვივალენტურია. ისინი გამოიყენება:

  • ინდივიდუალური და კომპანიათშორის ტრანზაქციებისთვის

  • გარკვეულ შედეგებზე ფსონის დადებისთვის

  • სერვისების გაწევისთვის

  • კრიპტოზე დაფუძნებული სესხებისთვის

  • კოლატერული სესხების გაცემისათვის

  • და თითქმის ყველაფრისთვის, რისთვისაც დოლარი გამოიყენება.

არაეკვივალენტური მონეტები ხშირად ERC-721-ით არის წარმოდგენილი ეთერიუმის პლატფორმაზე. ამ მონეტებს აქვთ უნარი, წარმოადგენდნენ მსოფლიოში თითქმის ყველაფერს. ეს ყოველივე იყოფა ორად: ციფრულად თანდაყოლილად და ციფრულ წარმომადგენლად. ისინი არსებობენ თავისთავად საკუთარი თავისთვის ან მიჯაჭვული სხვა ფიზიკურ ობიექტზე.

თავისთავად არსებობენ კრიპტოკატები, რომელიც შექმნილი იყო ბლოკჩეინში და ეთერიუმის ეკოსისტემაში.

მიწის სარეგისტრაციო ბლოკჩეინ სისტემა კი მიჯაჭვულია ფიზიკურ ობიექტზე. ყოველი მონეტა მიწის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენს და მონეტის მფლობელი მიწის მფლობელიცაა.

რა არის სამომხმარებლო და საინვესტიციო (ფასიანი ქაღალდების მსგავსი მახასიათებლების მქონე) მონეტები?

სამომხმარებლო მონეტები ჯერ არ არის ლეგალურად აღიარებული, რადგან არაფერი ამდაგვარი აქამდე არ ყოფილა.

ამ ეტაპზე სამომხმარებლო მონეტები იძლევა პროტოკოლზე, კომპანიის პროდუქტზე ან სერვისზე წვდომას ისე, რომ არ არღვევს ფასიანი ქაღალდების კანონებს.

სამომხმარებლო მონეტების გაყიდვისას, პროექტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს მონეტები გამოსაყენებლადაა შეძენილი ისე, რომ ისინი ინტერაქციაში შევიდნენ პროტოკოლთან ან კომპანიასთან და არა სპეკულაციისთვის. ამას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს:

  • თუ ბევრ სპეკულატორს აქვს მონეტა, მისი ფასი არაბუნებრივად მაღალია, რაც პროტოკოლთან ან კომპანიასთან ინტერაქციაში ხელს უშლის რიგით მომხმარებელს.

  • სპეკულატორები ზრდიან ფასის ცვალებადობას, რადგან ისინი ორიენტირებულები არიან მომავალ ფასზე და არა მონეტის ამჟამინდელ სარგებლიანობაზე.

  • რეალური მომხმარებლების ყოლა კარგია მომხმარებლებისთვის, რადგან ისინი მონეტას იყენებენ, იძლევიან საინტერესო უკუკავშირს და ზოგადად ქსელს ზრდიან.

Token Foundry ამ სფეროს საკმაოდ სერიოზულად უდგება. მან შექმნა Token Foundry Standards - ჩარჩო სამომხმარებლო მონეტების გასაყიდად და დეცენტრალიზებული ქსელების გასაშვებად ისე, რომ მონეტები მიმართულია რეალური მომხმარებლებისთვის და მათთვის მისაყიდად ვინც ამ ქსელს იყენებს.

საინვესტიციო მონეტები გაყიდვადი აქტივია, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც ბლოკჩეინზე დაფუძნებული ჩვეულებრივი ფასიანი ქაღალდები. მისი რეგულირება ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივი ფასიანი ქაღალდების. საინვესტიციო მონეტებს ორი დიდი უპირატესობა აქვთ.

  1. შეუძლია უფრო მეტი რაღაცის ქცევა ფასიან ქაღალდად

  2. ზრდის ლიკვიდურობას, ეფექტურობას, აღსრულების სისწრაფეს და უსაფრთხოებას

მეტი რაღაცის ფასიან ქაღალდად ქცევაში იგულისხმება აქტივების, განსაკუთრებით სესხების, სავაჭრო ფასიან ქაღალდად გადაქცევა. ჩვეულებრივ სისტემასთან მისი უპირატესობა ისაა, რომ ეს არავითარ დამატებით ხარჯს არ საჭიროებს, რადგან მესამე პირი არა არის ამ პროცესში ჩართული, რეალურ სამყაროში კი ეს ტრანსფორმაცია დიდ ხარჯებს მოითხოვს.

ბლოკჩეინი და, კერძოდ, გონიერი კონტრაქტები იძლევა შესაძლებლობას, დანახარჯები შემცირდეს და ფასიანი ქაღალდები უფრო ლიკვიდური გახდეს. მესამე პირის ამოღებით იზრდება ეფექტურობა და დაცულობა, რადგან ყველაფერი კოდირებულია და იმპლემენტაციაც მომენტალურად ხდება. თქვენ გაქვთ საშუალება, შექმნათ შემოწმებადი უზრუნველყოფილი ვალის ვალდებულების გადახდის სისტემა, პროგრამულად გაწერილი, თვით აღსრულებადი გადახდის სისტემით და თავიდან აირიდოთ ანგარიშების შემოწმების ხარჯები.

საინტერესო ისაა, რომ ეკვივალენტურ და არაეკვივალენტურ და სამომხმარებლო და საინვესტიციო მონეტებს თანაკვეთააქვთ:

  • ეკვივალენტური სამომხმარებლო მონეტები, მაგ: აუგური

  • არაეკვივალენტური სამომხმარებლო მონეტები, მაგ: კრიპტოკატები

  • ეკვივალენტური საინვესტიციო, როგორიცაა ბლოკჩეინზე დაფუძნებული აქციები

  • არაეკვივალენტური საინვესტიციო, როგორიცაა ბლოკჩეინზე დაფუძნებული რეესტრი.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები მონეტები ფუნდამენტურად ცვლის: სოციალურ სტრუქურას, ქსელებს, მუშაობის სტილს და სხვა მრავალს.

წყარო: medium.com

bottom of page