ბირჟა ჯემინიმ ლაითკოინი მიიღო
ნიუ-იორკში არსებულმა ბირჟა ჯემინიმ ლაითკოინი მიიღო. ეს განცხადება სან-ფრანცისკოში ჩატარებულ ლაიტკოინის სამიტზე გაკეთდა. კომპანიის თანახმად, LTC უკვე 13 ოქტომბრიდან ჩაერთვება ჯემინის ვაჭრობაში.
ლაითკოინის მეორე პოსტის თანახმად, ერიკ ვაინერმა, ჯემინის ინჟინირების ვიცე პრეზიდენტმა, ეს სიახლე დაადასტურა.
ზემოთ ხსენებული ჯემინის ტვიტერის ოფიციალურმა ანგარიშმაც დაადასტურა.
“ჯემინის მიერ ლაითკოინის მიღება ჩვენთვის დიდი პატივია.“ - ამბობს ერიკ ვაინერი.
ჯემინიზე ლაითკოინის გაშვების რიცხვი თავად ამ კრიპტოვალუტის დაბადების დღეს დაემთხვა:
ეს სიახლე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა, რაც ჯემინიმ ჯემინი დოლარის გამოშვების შესახებ განაცხადა.
ბირჟა 2014 წელს ტყუპი ვინკელვოსების მიერაა დაარსებული და ამჟამად თავის მომხმარებლებს, ლიცენზირებული დაცვითი სერვისების გარდა, ქაღალდის ფულის ბიტკოინში, ეთერიუმსა და ZEC-ში გაცვლას სთავაზობს.
წყარო: forklog.net