top of page

კანადაში პირველი საურთიერთო ფონდი გაიხსნა


ათ სექტემბერს კრიპტოვალუტებში ინვესტირების კანადურმა კომპანიამ, First Block Capital-მა (FBC), განაცხადა, რომ მისმა მთავარმა პროდუქტმა, FBC Bitcoin Turst-მა, საურთიერთო ფონდის სტატუსი მიიღო. ეს აკრედიტირებულ ინვესტორებს ისეთ ანგარიშებზე აძლევს წვდომას, როგორებიცაა RRSP or TFSA.

First Block Capital-ის ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, მარკ ვან დერ ჩიჯსი, ამბობს:

„ამ მიღწევით, ჩვენ კანადას რეგულირებული ბლოკჩეინისა და კრიპტო ინვესტიციების სფეროში ლიდერობისკენ გზას ვუკვლევთ. ჩვენი მიზანი ციფრულ აქტივებში ინვესტირების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. წილების მფლობელებისთვის თავიანთი წილების ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ მექანიზმებში შენახვის უფლების მიცემითა და NEO Connect-ის მეშვეობით დღიური ლიკვიდურობის უზრუნველყოფით, ჩვენს მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.“

ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩა

მაშინ, როდესაც First Block Capital-ი მოელის, რომ FBC Bitcoin Turst-ის ინვესტორების უმეტესობა ერთი თვის განმავლობაში გადაიტანენ თავიანთ წილებს, ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას ჯერ კიდევ SolidX/VanEck Bitcoin ETF-ის საქმე აქვს განსახილველი.

აგვისტოს დასაწყისში კომისიამ 9 ბიტკოინ ETF-ი უარყო. თუმცა, 7 სექტემბერს LiveBitcoinNews-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა SEC-ის ახალი წევრი, ელად როისმანი, დანიშნა. ის კრიპტო სამყაროსადმი დადებითადაა განწყობილი. ამ სიტუაციამ შესაძლოა ძალთა ბალანსი შეცვალოს.

როისმანმა თქვა:

„SEC-მა თავის წესებს, რეგულაციებსა და მითითებებს უნდა გადახედოს, რათა თავისი მისიის პირნათლად შესრულება უზრუნველყოს. ხარვეზები ძირითადად ისეთ სფეროებში ვლინდება, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა უსაფრთხოება და ასევე ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების, მაგალითად ICO და ბლოკჩეინი, აღმოცენება.“

წყარო: livebitcoinnews.com

bottom of page