top of page

მორგან სტენლის კლიენტები მალე ბიტკოინით ივაჭრებენ


უკვე თითქმის ათი წელია, რაც ბიტკოინი ბაზარზეა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრიპტო პიონერი ფასით და ბაზრის დომინაციით საკმაოდ სარფიან პოზიციაზეა. მიუხედავად ამისა, კრიპტო ბაზარს ჯერ კიდევ აქვს მცირედი პრობლემები. მთავარი მაინც რეგულაციები და კრიპტოების ათვისებაა. ათვისების პრობლემაში იგულისხმება, რომ საჯაროდ კრიპტო ვალუტები გადახდის საიმედო საშუალებად არ ითვლება. მრავალმა ინსტიტუციამ სცადა ათვისების კამპანიაში მონაწილეობა, ხოლო მორგან სტენლი ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

მორგან სტენლი ერთ-ერთი უდიდესი ამერიკაში დაფუძნებული ბანკია. მათი ინტერესი კრიპტოვალუტების და განსაკუთრებით ბიტკოინის მიმართ ნამდვილად, აღნიშვნის ღირსია. სწორედ ასეთი დიდი ინსტიტუციის თანადგომაა მნიშვნელოვანი, როდესაც პროდუქტი ცდილობს ძირითად ბაზარზე დამკვიდრებას. ეს თითქმის იგივეა, დიდ ბანკებს ბიტკოინით სავაჭრო დაწესებულებები საკუთარი კლიენტებისათვის რომ შეეთავაზებინათ.

ბანკთან დაახლოებული წყაროს თქმით, ბანკს სურს, რომ სხვადასხვა ინდუსტრიაში თავიანთი შეხედულებების მქონე კომპანიებთან ითანამშრომლონ და კლიენტებს ბიტკოინით ვაჭრობა შესთავაზონ. ეს ვაჭრობა სინთეტიკური იქნება, რადგან მომხმარებელს არ ექნება კრიპტოვალუტა. ამ გეგმის მიხედვით, კლიენტები, რომლებსაც ენდომებათ ბიტკოინში ინვესტიცია, შეძლებენ გააფორმონ კონტრაქტები მოკლე და გრძელ სავაჭრო პოზიციებზე იმ პროცედურის მეშვეობით, რომელსაც ფასის ცვლილებაზე მიბმული სვოპები ჰქვია. ბანკი კი მიიღებს საკომისიოს ყოველი ინიცირებული ტრანზაქციიდან.

მორგან სტენლის ბიტკოინით დაინტერესების ამბავს წინ უძღოდა გოლდმან საქსის უარი დაძრულ ხმებზე, თითქოს მათ მიერ კრიპტო სავაჭრო მაგიდის შექმნა იგეგმებოდა. როდესაც მორგან სტენლის წარმომადგენელს ბანკის მომავალი კრიპტო გეგმების შესახებ ჰკითხეს, მან თავი შეიკავა კომენტარის გაკეთებისგან.

მორგან სტენლის დებიუტი კრიპტო სამყაროში არ არის ერთადერთი კარგი ამბავი ბიტკოინის ბაზარზე ამ კვირაში. სხვა დიდმა საბანკო დაჯგუფებამ, სიტიგრუფმა, კრიპტო რბოლაში შეერთების ინტერესი გამოთქვა. ისინი აპირებენ, საკუთარ კლიენტებს ბიტკოინზე დაფუძნებული სავაჭრო პროდუქტები შესთავაზონ. როგორც გოლდმან საქსი და მორგან სტენლი, სიტიგრუფიც აპირებს ბიტკოინით ვაჭრობას, მისი რეალურად ფლობის გარეშე.

მეორეს მხრივ, გარკვეულ ჯგუფებს არ მოსწონთ ფინანსური ინსტიტუციების მაღალი დენადობა საკუთრებაში არმქონე ვაჭრობით. ამ იდეის კრიტიკოსთა შორის გამოსარჩევები არიან ნიკ სზაბო და ანდრეას ანტონოპოლუსი.

წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page