მორგან ქრიკის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია ეთერიუმის მომავალ წარმატებაში
7 სექტემბერს იაჰუ ფაინენსის წარმომადგენლებთან, დან რობერტსთან, დიონ რაბოუინთან და რიკ ნიუმანთან საუბრისას, საინვესტიციო ფირმა მორგან ქრიკ კაპიტალ მენეჯმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ დაბლიუ იუსკომ ოპტიმისტური შეხედულებები გამოთქვა ეთერიუმის რელევანტურობასთან დაკავშირებით.
ეთერიუმის დრამატულ გაუფასურებაზე, თაღლითურ ICO-ებსა და ლეგიტიმური ERC-20 მონეტების პროექტების მიერ ეთერის განაღდებაზე საუბრისას, იუსკომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, განაცხადა, რომ ეთერიუმის პლათფორმას წინ დიდი მომავალი აქვს.
მორგან ქრიკის CEO-მ ახლანდელი სიტუაცია ინტერნეტის საწყის დღეებს შეადარა:
„ექვსი წლის შემდეგ ხალხი ალბათ იტყვის, რომ დღევანდელი სიტუაცია 1993 ან 1994 წელს ჰგავს ინტერნეტისთვის, როდესაც არავინ ფიქრობდა, რომ გუგლი მნიშვნელოვანი იყო“.
იუსკოს თქმით, ეთერიუმისთვის შემდეგი ნაბიჯი TrustNet-ის (სანდო ქსელის) ჩამოყალიბებაა. მისივე აზრით, ეთერიუმს ყველა ის მონაცემი აქვს, რაც თრასთნეთის შექმნას სჭირდება. პლატფორმის პოზიცია TrustNet-ის ჩამოყალიბებისას თითქმის იგივეა, რაც ინტერნეტისათვის TCP/IP SMTP და HTTP პროტოკოლების შექმნა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეთერიუმის პროტოკოლი საკმაოდ ღირებული პროტოკოლია, რაც ETH-ს მომგებიან ინვესტიციად აქცევს. მისი აზრით, ფუნდამენტალური სხვაობაა ეთერიუმს და ბიტკოინს შორის. ბიტკოინი არის აპლიკაცია, რომელიც იყენებს ბლოკჩეინს, ხოლო „ეთერიუმი სხვაგვარია, იფიქრეთ ეთერიუმზე, როგორც მსოფლიოს გაშლილ ქსელზე (World Wide Web) TrustNet-ითვის“.
როდესაც დიონ რაბიუინმა ვოლ სტრიტის მგელის, ჯორდან ბელფორდის, ნეგატიური დამოკიდებულება ახსენა კრიპტო სამყაროზე, იუსკომ, რომელიც ჰესბურგ-იუსკოს ნოტრ დამის მეცნიარებათა ფონდის დირექტორი და თავმჯდომარეცაა, საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა და განაცხადა:
„პრობლემა ისაა, რომ (ჯორდან ბელფორდი) საუბრობდა ICO-ებზე და არა ბიტკოინსა და ეთერიუმზე. ის საუბრობდა ფუნქციურ მონეტებზე და ზოგი ამ მონეტათაგანი თაღლითური აფიორაა. ყველგან სადაც კაპიტალია, აუცილებლად გამოჩნდება ცუდი ხალხი“.
წყარო: cryptoglobe.com