top of page

მონეტის თავდაპირველი შეთავაზებები: კარგი, ცუდი და თაღლითი


მხოლოდ ამ წლის ივნისში, მონეტის თავდაპირველ შეთავეზებებში 9.2$ მილიარდი ჩაიდო, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელზე, 6.1$ მილიარდზე, ბევრად მეტია. ინვესტირების ახალი მოდელის მეშვეობით ICO-ების პოპულარობა საოცარი სისწრაფით იზრდება, რაც სასარგებლოა როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც. ამ ყველაფერს მეორე, ცუდი მხარეც აქვს, თუმცა, სანამ ცუდზე ვისაუბრებთ, მოდით კარგზე ვილაპარაკოთ.

ინვესტორის პერსპექტივიდან ICO-ს მრავალი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, ტიპიური ინვესტიციის დროს, ფული კომპანიასაა მიბმული. ინვესტორს თავისი პოზიციის ლიკვიდაცია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეუძლია, მაგალითად, თუ კომპანია IPO-ს მეშვეობით არსებობს, ან თუ კომპანია თავის გაყიდულ წილებს გამოისყიდის. ამ შემთხვევების დადგომას ხშირად წლები სჭირდება, თანაც, ის ორივე მხარისგან დიდი რაოდენობით ადმინისტრაციულ სამუშაოს მოითხოვს. ICO-ში მონაწილეობის მისაღებად კი ინვესტორებს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებათ, ამასთან ერთად, მონეტის ფონდზე დამატების შემდეგ, მად ადვილად შეუძლიათ თავიანთი პოზიციის დატოვება.

ICO-ები ინვესტორებს საოცარი მოგების ნახვის საშუალებას აძლევს. მაგალითად: მათ, ვინც ეთერიუმის ICO-ში გააკეთეს ინვესტიცია, ჩადებული ფული 195 582%-ით გაზრდილი დაუბრუნდათ უკან. თუ თქვენ ნეოს ICO-ში ჩადებდით ფულს, მაშინ თქვენ 312 000 მონეტას მიიღებდით. თუ იოტას ICO-ში 10 000$-ის ინვესტიცია ჩადეთ, მაშინ უკან 25$ მილიონს მიიღებდით.

თუმცა, ყველაფერი ასეთ ნათელ ფერებში არაა. ICO-ები ძალიან არარეგულირებულია, გამოუცდელი ინვესტორები კი თავიანთ ფულს დაპირებული მოგების გამო რისკიან პროდუქტებში დებენ და შედეგად კარგავენ კიდეც. ყველაზე გამოცდილმა კრიპტო ინვესტორებმაც კი შეიძლება დაკარგონ ფული. მაგალითად, წინა წელს, კომპანია ენვიონმა განაცხადა, რომ მათ 100$ მილიონი მიიღეს ინვესტორებისგან, რათა ბიტკოინზე მომუშავე კომპიუტერებისთვის სუფთა ენერგია მიეწოდებინათ. პროექტზე მომუშავე გუნდი გერმანული აკადემიის გამოჩენილი ექსპერტებისგან იყო შემდგარი. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ინვესტორებმა თავიანთი ფული დაკარგეს, რის შედეგადაც პროექტის დამფუძნებლებს თაღლითობაში დასდეს ბრალი.

რეგულირების ნაკლებობის გამო, გაურკვეველია მიიღებენ თუ არა ინვესტორები თავიანთ ფულს უკან. ეს მაგალითი საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამ პროექტში მონაწილე ინვესტორები კრიპტოვალუტებში ინვესტიციის სფეროში საკმაოდ გამოცდილი იყვნენ. ეს ბადებს კითხვას - ინვესტორმა ერთმანეთისგან როგორ უნდა გაარჩიოს კარგი, ცუდი და კატასტროფა? სტატის გრუპის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ICO-ების 80% თაღლითობაა და მხოლოდ 8% აღწევს სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე განთავსების მომენტამდე. რამდენიმე რეგულატორული დაწესებულება კი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს და რეალურად არავინ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ICO.

ICO-სთან დაკავშირებული მღელვარება დღითი დღე იზრდება. 2018 წლის მარტში გუგლმა განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტებსა და ICO-ებთან დაკავშირებულ რეკლამებს აკრძალავდა. იგივე გააკეთა ფეისბუკმაც, ერთი თვით ადრე. ზოგიერთმა ბანკმა თავის მომხმარებლებს საკრედიტო ბარათებით ICO-ებში ინვესტიცია აუკრძალა. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ყალბი ICO-ებიც კი, სახელად HoweyCoin, შექმნა, რათა ინვესტორებისთვის თაღლითური ICO-ების ამოცნობა ესწავლებინა. ჩინეთის ხელისუფლებამ კი უბრალოდ აკრძალა ყველანაირი კრიპტო აქტივობა.

დასკვნა

ICO-მ ინვესტორს შეიძლება ძალიან დიდი მოგება მოუტანოს, კომპანიებს ინვესტიციების მოზიდვაზე დაეხმაროს და ა.შ, მაგრამ, სანამ შესაბამისი რეგულაცები არ დაწესდება, ICO-ები ყოველთვის მიიზიდავენ თაღლითებს. შედეგად კი ICO-ში ინვესტირება დიდი რისკის მატარებელი ხდება. თუ თქვენ, ამისდა მიუხე​დავად, მაინც გადაწყვეტთ ICO-ში ინვესტირებას, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში დასარწმუნებლად არანაირი რესურსი არ დაზოგოთ.

წყარო: medium.com

bottom of page