top of page

"რიპლი და XRP ტრანზაქციებს გააიაფებენ"


კანადის სამეფო ბანკი ამბობს, რომ რიპლი და XRP ბანკებსა და ფინანსურ დაწესებულებებს დიდი რაოდენობით ფულს დაუზოგავენ.

ანგარიშის თანახმად, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, შუამავლის ამოგდების მეშვეობით, დანახარჯების შემცირება და გამჭვირვალობის გაზრდა შეუძლია.

კანადის სამეფო ბანკი ყურადღებას განსაკუთრებით რიპლსა და XRP-ზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ რიპლის პროგრამული პროდუქტები და XRP-ს ბლოკჩეინი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბლოკჩეინს ინდუსტრიის დანგრევა.

"რიპლმა გახსნილი სივრცე და დეცენტრალიზებული პროტოკოლი, ფინანსური ინსტიტუციების საოპერაციო ქსელი, RippleNet-ი, და რამდენიმე ინდივიდუალური ტექნოლოგიური ინოვაციები, xCurrent, xRapid, xVia, შექმნა.

შეიძლება ეს xCurrent-სა და გადახდის განხორციელებას არ ეხებოდეს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს "მთლიანი" ინოვაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბლოკჩეინს ფულადი გზავნილების ბაზრის დარღვევა. XRP შეიძლება გამოიყენებოდეს მაკავშირებელი აქტივად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ღირებულების ის მარაგია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს შორის მესამე, ცენტრალური, ფიგურის გარეშე შეიძლება განაწილდეს. ეს ნებისმიერ ორ ვალუტას შორის ლიკვიდურობის არსებობას შეუწყობს ხელს. შედეგად, ბანკებს, ლოკალური ვალუტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ანგარიშებზე შენახვის ნაცვლად, თავიანთი ლიკვიდურობის XRP-ს ერთ ანგარიშზე შენახვა შეეძლებათ. ამით ბანკი შუამავლების რიცხვს რადიკალურად შეამცირებს."

ივლისის ანგარიში ასევე ამბობს, რომ რიპლი, XRP-ით თუ მის გარეშე, ბანკებს თითო გადახდის ღირებულების 46%-ს დაუზოგავს.


წყარო: dailyhodl.com

bottom of page