top of page

"ბიტკოინი ტერორისტებისთვის ძალიან სასარგებლოა"


კრიპტოვალუტებით ტერორისტული აქტივობების დაფინანსების პოტენციალზე გავრცელებული რეპორტებისა და შიშების მიუხედავად, რამდენიმე მსგავსი ბიტკოინ ფანდრაიზინგი წარუმატებლად დამთავრდა. როგორც ჩანს, ნაღდი ფული კვლავ რჩება ყველაზე გამოსადეგ ფინანსურ რესურსად ტერორისტებისათვის.

ეს იყო მესიჯი, რომელიც იაია ფანუსიემ, ანალიტიკურმა დირექტორმა Foundation For Defense of Democracies Center on Sanctions and Illicit Finance-ში მოამზადა ჰაუსის ფინანსური კომიტეტის წინაშე წარდგომისთვის, რომელიც შედგა პარასკევს 7 სექტემბერს.

ფანუსიემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ალ-ქაიდამ და ისლამურმა სახელმწიფოებმა რამდენჯერმე სცადეს ფინანსური რესურსების კრიპტოვალუტებით მოზიდვა, მაგრამ ყოველგვარი შესამჩნევი წარმატების გარეშე.

თავისი შეხედულების გასამყარებლად, ფანუსიემ მაგალითად მოიყვანა ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ცნობილია მუჯაჰიდენ შურა ქაუნსლის სახელით და რომელიც საქმიანობას ეწევა იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ 2016 წელს რამდენიმე კვირიანი ფანდრეიზინგის შედეგად 500$-ზე ოდნავ მეტი მოაგროვეს.

ფანუსიეს განმარტებით, კრიპტოვალუტები ცუდი გაცვლის მექანიზმია ტერორისტებისთვის, რადგან იმ ადგილებში, სადაც ისინი საქმიანობენ, თითქმის არ არის ინტერნეტის ინფრასტრუქტურა. ამიტომაც ისინი დამოკიდებული არიან ნაღდ ფულზე, რათა საჭირო პროდუქტები შეიძინონ. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა კრიპტოვალუტების მთავარ უპირატესობად ანონიმურობას აღიქვამს, ნაღდი ფული ყოველთვის უფრო ანონიმურია, როდესაც საქმე ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯიჰადისტი ახალწვეულები და საჯარო პლათფორმები მზარდ ინტეგრაციაში არიან ბიტკოინთან, რაც მათ მომავალში ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება.

მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებმა ამ საფრთხეებს KYC და AML რეგულაციების იმპლემენტაციით უნდა უპასუხონ. ამასთან, მათ უნდა იპოვონ მცირე კრიპტო ბაზრებზე არსებული მზარდი საფრთხის მოგვარების გზებიც.


მისი თქმით: „ამ პერიოდში ტერორისტების მიერ კრიპტოვალუტების მზარდ გამოყენებაზე მზადება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს, შეზღუდონ ციფრული ვალუტების ბაზარის შესაძლებლობა არალეგალური ფიანსების აგროვებისთვის.“

ფანუსიეს მოხსენება ესადაგება ევროპოლის 2016 წლის რეპორტს, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არავითარი საბუთი იმისა, რომ ბიტკოინი ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენება.


წყარო: www.ccn.com

bottom of page