top of page

კრიტო სამყაროში რაღაც გასაოცარი ხდება და უმრავლესობა ამას ვერც კი ამჩნევს


გახსოვთ დრო, როდესაც არავინ იცოდა, რა იყო ინტერნეტი? ეს ისევ მეორდება


წერის მომენტში, კრიპტოვალუტების კოლექტიური ბაზრის მოცულობა 177$ მილიარდს უდრის. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელს მისი მოცულობა მხოლოდ რამდენიმე მილიარდს უდრიდა, ეს გასაოცარი ნახტომია.

ახლაც იგივე ხდება, რაც ინტერნეტის შემთხვევაში მოხდა, მხოლოდ ახლა მას ინტერნეტის ნაცვლად ბლოკჩეინი ჰქვია.


მახასიათებლები მსგავსია. ბლოკჩეინ ტექნოლოგია ადამიანთა უმეტესობისთვს ახალია და ძნელად თუ ითქმის, რომ ვინმეს ის მართლა ესმის. ტექნოლოგია უსასრულოდ ჩახლართული და ამავდროულად საოცრად მარტივია. ზუსტად ისეთი, როგორიც ინტერნეტი იყო ადამიანებისთვის 1994 წელს.


ასე რომ, ვთქვათ, ბლოკჩეინი თავის გამზირს ქმნის, რომელზეც ტექნოლოგიას წამოწევისა და მოძველებული ინდუსტრიის დანგრევა და მათ ადგილას დახვეწილი ინდუსტრიების შექმნა შეეძლება. დღესდღეობით უამრავი მოძველებული ინდუსტრია არსებობს, რომლებსაც უბრალოდ ჯერჯერობით შესაფერისი დამანგრეველი ინოვაცია არ შეხვედრიათ.


"ბლოკჩეინი მალე მრავალ ძველ ინდუსტრიაში შეიჭრება და ტრადიციულ პროცესებს ჩაანაცვლებს. ყველაფერი წარმოებიდან ფერმერობამდე, ნავთობიდან გაზამდე, და რაღა თქმა უნდა, გადაზიდვა - ყველაფერი ეს შეიცვლება" - ამბობს ჯონ მონარქი, ბლოკჩეინის მსოფლიო კონფერენციის სპიკერი.


გადამყიდველთა მთელი ბაზარი ICO-ებმა დაიპყრეს. მხოლოდ მონეტების გაყიდვით იმაზე მეტი ფული იშოვნეს, ვიდრე კაპიტალის ყველა დაბანდებით ერთად.


თუ რამდენიმე წლის წინ თქვენ ვინმეს ეტყოდით, რომ ამ სისტემას რაიმე დაარღვევდა, იფიქრებდნენ, რომ ჭკუიდან შეიშალეთ.


თუმცა, ახლა ბლოკჩეინი იმავეს აკეთებს სხვა ინდუსტრიებისთვის, რაც უბერმა ტაქსის ინდუსტრიისთვის გააკეთა. მსხვილი ბანკების აღმასრულებელი დირექტორები ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეჩერებას უიმედოდ ცდილობენ, რადგან მათ იციან, რომ ის მათ უსარგებლოს გახდის. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი არ მიიღებენ ამ ინოვაციას და მის გამოყენებას არ დაიწყებენ.


ვოლ სტრიტი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიმართ უკვე ჭკვიანურად იქცევა. მაგალითად, ვოლ სტრიტზე რამდენიმე ETF-ი ისეთი ფონდების შექმნას ცდილობს, რომლებიც მომხმარებლებს ეთერისა და ბიტკოინის ტრადიციული ანგარიშების მეშვეობით მიღების საშუალებას მისცემს. ეს დიდ ფულს, ძირითადად ინსტიტუციურ ფულს, კრიპტო სივრცეში იზიდავს.


ყოველ დღე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ინტერესდებიან ცნობილი ფიგურები ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, კრიპტოვალუტებით, ICO-ებით თუ კრიპტო ინდუსტრიის სხვა ასპექტით. თოვლის გუნდის პრინციპი უკვე ამოქმედებულია და ის უკვე აღარ გაჩერდება.


წყარო: medium.com

bottom of page