top of page

Goldman Sachs-ი ბიტკოინ დერივატივების გამოშვებას აპირებს


კრიპტო მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Goldman Sachs-ი კრიპტო ბაზრიდან გასვლას აპირებს, ტყუილი აღმოჩნდა. Goldman Sachs-ი არა მხოლოდ არ ტოვებს კრიპტო ბაზარს, არამედ მთავარი ფინანსური მენეჯერის, მარტინ ჩავეზის, თანახმად კომპანია თავისი საოპერაციო სივრცის გაზრდას ბიტკოინ დერივატივების გამოშვებით აპირებს.

მარტინ ჩავეზი ამბობს:

"არ მეგონა, რომ მე თვითონ მომიწევდა ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ ამ ინფორმაციას ყალბი ვუწოდო."

ყალბი ინფორმაცია 2018 წლის 5 სექტემბერს გავრცელდა, მაშინ როდესაც ბიტკოინის ფასი 7400$-დან 6400$-მდე დაეცა. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ ბიტკოინის ღირებულების ვარდნაში Goldman Sachs-ის ხელი ერია. იმისდა მიუხედავად, რომ ეს ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა, ბაზარს წინსვლა ჯერ კიდევ არ დაუწყია, ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო და მეტი არაფერი.

მარტინ ჩავეზი ამბობს, რომ კლიენტებს ბიტკოინ დერივატივები სურთ:

"შემდეგი ნაბიჯი არაინტეგრირებული ფორვარდების, ანუ პირდაპირი დერივატივების, შემოღებაა. ეს პროდუქტი ამერიკული დოლარით იქნება გამყარებული."

ბიტკოინისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა Goldman Sachs-ის პროდუქტი ფიზიკურ ბიტკოინებს რომ იყენებდეს. თუმცა, ჩავეზმა გარკვევით განაცხადა:

"ფიზიკური ბიტკოინი ძალიან საინტერესო და უზომოდ რთული გამოწვევაა. არსებული ინფრასტრუქტურის დონე ამის განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მომავალში მათი ფლობით ნამდვილად დაინტერესებული ვართ."

მისი არგუმენტი არც თუ ისე ვალიდურია, რადგან კოინბეიზი, ბიტგოუ და იქსაპო თავიანთ კლიენტებს ინსტიტუციური დონის კრიპტო მეურვეობას სთავაზობენ, ეს სრულებით საკმარისი იქნებოდა Goldman Sachs-ის ოპერაციებისთვის.


წყარო: bitcoinnews.com

bottom of page