ბიტკოინის ფასი მალე აღდგება
ჯონათან ჩიზმენის, Distributed Global-ის პარტნიორის, თანახმად, ბიტკოინის ფასი ხუთი მთავარი მიზეზის გამო დაეცა: მაკრო ტრენდი, რეგულატორული გაურკვევლობა, მოკლე ვადებში გაყიდვა, სპეკულაციური დომინაცია და თაღლითობა.
თუმცა, რადგანაც კრიპტო ბაზრები და კრიპტოვალუტები, როგორც აქტივები, რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურის მხრივ გაუმჯობესების გზაზე არიან, ჩიზმენი ამბობს, რომ კრიპტოვალუტებს ინვესტორების მზარდი რაოდენობა ღირებულების ძლიერ და ლეგიტიმურ მარაგად აღიარებს.
ის ამბობს:
"დღევანდელი სიტუაცია ზოგიერთისთვის კიდევ უფრო მწვავეა, - ვენესუელა და თურქეთი ამის მკაფიო მაგალითებია - რადგან მრავალი ფიზიკური ვალუტისთვის სესხების მზარდი რაოდენობა რეალურ საშიშროებას წარმოადგენს. ღირებულების გლობალური მარაგებისთვის ოქრომ თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა, თუმცა ეს უკვე არქაულია. ღირებულების ციფრული მარაგები პრაქტიკულიცაა და დღევანდელი სოციუმისთვის შესაფერიც."
რეგულატორული გაურკვევლობა და სუსტი ინფრასტრუქტურა
2018 წლამდე, ინსტიტუციური ინვესტორებისა და მსხვილი გადამყიდველებისთვის ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობდა. ინსტიტუციურ ინვესტორებსა და კრიპტო ბაზრებს შორის საბოლოო დაბრკოლება იმ არსებული სავაჭრო ინსტრუმენტების რაოდენობის სიმცირეა, რომლებიც კრიპტოვალუტებზე მოთხოვნის გაზრდას შეუწყობდა ხელს.
ინფრასტრუქტურის სისუსტე და რეგულატორული უზუსტობა მსხვილი ფინანსური ბაზრიდან კრიპტო სექტორში დიდი რაოდენობით ფულის შედინებას უშლის ხელს.
ამ წელს, კრიპტო ბაზარზე არსებული სპეკულაციური ბუშტი 2016 და 2012 წლებში, არსებული ბუშტების მსგავსია იმ მხრივ, რომ წლევანდელი კორექციაც სპეკულატორებისა და ინდივიდუალური ინვესტორების მიერ ინიცირებული გამოსყიდვის შედეგად გამოწვეული პანიკის შედეგია. წლევანდელი კორექციის 80% იმავე გზით განხორციელდა მოხდა, როგორც წინა შემთხვევებში, თუმცა სავარაუდო აღმასვლას არ ექნება იგივე სახე.
ჩიზმენი ამბობს:
"მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგულატორები კრიპტო ბაზრის ეფექტურად შეზღუდვას ვერ ახერხებენ. დეცენტრალიზებული მოძრაობა აქტივების კლასიფიცირებისას მრავალ სირთულეს აწყდება, ცუდი მოთამაშეები კი წყალს ამღვრევენ. შედეგად, პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეგულატორთა უმეტესობა პოტენციური ინოვაციის მიმართ პატივისცემას ამჟღავნებს. რეგულატორულმა გაურკვევლობამ კრიპტო ბაზარზე ინსტიტუციური ინვესტორების შესვლის პროცესი ძალიან შეანელა."
პროგრესი უზბეკეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში
სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ბლოკჩეინ და კრიპტო ინდუსტრიების საკონტროლებლად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დაწესებულებები შექმნეს.
8 სექტემბერს, CCN-ის თანახმად, უზბეკეთის მთავრობამ კრიპტო ბირჟების, მონეტის თავდაპირველი შეთავაზებების და ციფრული მაინინგის ლეგალიზაცია გადაწყვიტა.
წყარო: ccn.com