top of page

„მაინინგის ღირებულება ბიტკოინის ფასის 6000$-ზე დაბლა დაწევას არ დაუშვებს“


ბოლო დღეებში კრიპტო ბაზარზე არსებული კლებითი ტენდენციის მიუხედავად, ორი გამოჩენილი ვაჭარი ბრაიან სტუტლენდი, Stutland Equities-ის დამფუძნებლი და CNBC სწრაფი ფულის რეგულარული მხარდამჭერი, და ჯიმ ლუორიო, TJM ინსტიტუციური სერვისების დირექტორი და ფიუჩერსებითა და ოფციონებით ვაჭრობის ვეტერანი, ამბობენ, რომ მაინინგის ღირებულების გამო ბიტკოინის ფასი 6000$-ზე დაბლა არ დაიწევს.


ისინი იმიტომ ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი 6000$-ზე გაჩერდება, რადგან მომგებიანი მაინინგის განხორციელებისთვის ეს მინიმალური ზღვარია.


სტუტლენდმა თქვა:


„თუ ფასი 6000$-ზე ქვემოთ დავიდა, მაინინგით მოგების ნახვა ძნელი გახდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ფასის დაცემის ერთგვარი შემაკავებელი ძალის ფუნქციას აიღებს თავის თავზე. თუმცა, ნუთუ ჩვენ მართლა გვჭირდება Goldman Sachs-ი? კრიპტოვალუტების ხომ მიზანი საბანკო სისტემის ჩანაცვლება იყო.“


ბიტკოინის ფასის ვარდნას Goldman Sachs-ის შესახებ გავრცელებულ სიახლეებს უკავშირებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პატრონაჟის ნაკლებობის გამო მოხდა. თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო გამომწვევი მიზეზი, სტუტლენდი ამბობს, რომ მოსალოდნელი მინიმუმის (6000$) მიღწევის შემდეგ ფასი ისევ აიწევს.


შესაძლოა, სტუტლენდისა და ლუორიოს პერსპექტივა ქვეყნებისა და ადამიანების მიერ სულ ახლახანს ბიტკოინის მიღებასთანაა დაკავშირებული.


ლუორიო ამბობს, რომ კონსოლიდაციის გავლის შემთხვევაში ბიტკოინის ფასი 6800$-მდე აიწევს, ხოლოდ თუ მისი ღირებულება 6300$-ზე დაბლა დაეცემა, მაშინ ის აუცილებლად წავა 6000$-სკენ.


ამ სტატიის წერისას, ბიტკოინის ფასი 6390$-ია. ასე რომ, თუ ლუორიოს პროგნოზი მართალია, შეიძლება ითქვას, რომ ვალუტის ფასი 6800$-მდე აიწევს.


წყარო: zycrypto.com

bottom of page