კოინბეიზს კრიპტოვალუტების NYSE-დ (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა) გახდომა სურს
ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი კრიპტო ბირჟა კოინბეიზმა თავისი პერსონალის რიცხვი გააორმაგა, რითაც 2018 წლის მიზანს მიაღწია. კომპანიამ ასევე თავისი მისწრაფება, გახდეს კრიპტოვალუტების NYSE, გაამჟღავნა.
500 ახალი თანამშრომელი
ბიზნეს ინსაიდერის თანახმად სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კრიპტო ბირჟამ 500 ახალი თანამშრომელი აიყვანა.
ამ წლის დასაწყისში, კოინბეიზმა განაცხადა, რომ მას SEC-ის (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია) მიერ კონტროლირებად დილერად გახდომა სურს. მეტიც, კომპანიამ ისეთი ახალი პროდუქტები დაამატა, რომლებიც ინსტიტუციურ ინვესტორების მხრიდან ინტერესს გაზრდის. კოინბეიზმა ახლახანს განაცხადა, რომ ის პოტენციურ ბიტკოინ ETF-ს იკვლევს.
ამ წლის დასაწყისში, კოინბეიზის კლიენტთა მომსახურების განყოფილებამ, მოუმზადებლობის გამო, დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კრიპტო ბირჟის მომხმარებლებმა SEC-ს 134 გვერდიანი საჩივარი წარუდგინეს. საპასუხოდ, კომპანიამ განაცხადა, რომ ისი პორტლენდში, ორეგონში, ახალი ოფისის გახსნას აპირებს, რომელიც მთლიანად მომხმარებელთა კრიტიკის დამუშავებაზე, კლიენტთა მომსახურებასა და ფინანსებზე იქნება ორიენტირებული.
სერიოზული მისწრაფებები
ტექკრანჩის კონფერენციაზე, კოინბეიზის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, თქვა, რომ ის ისეთ მომავალს ხედავს, სადაც ეს კომპანია კრიპტოვალუტებისთვის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ფუნქციებს ასრულებს.
მან ასევე თქვა, რომ მომავალში მრავალი კომპანია თავის მონეტას შექმნის, კოინბეიზი კი კრიპტოვალუტებსა და ქაღალდის ფულს შორის ხიდის როლს ითამაშებს:
„ლოგიკური იქნება, თუ ყველა კომპანიას, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, თავისი მონეტა ექნება. ყოველ ღია პროექტს, ყოველ ქველმოქმედებას, ყოველ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებსა და აპლიკაციებს თავიანთი მონეტები ექნებათ. ჩვენ ამ მონეტებსა და ნაღდ ფულს შორის ხიდის ფუნქცია გვსურს ვითამაშოთ.“
წყარო: bitcoinist.com